NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკოლოზ სააკაშვილი: ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი – ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას

ნიკოლოზ სააკაშვილი: ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი – ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას

20 ნოე 2022 პოლიტიკა 215 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, სააკაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ ტარდება.

როგორც მან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ელის, რომ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.

„დღეს მე ვამბობ, რომ ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. მე თვითონ ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც. ამიტომ, ხელისუფლებისგან კეთილ ნებას ველოდები პირადად. როგორ დგას იცით საკითხი? ლაპარაკი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, კაცი კვდება, მას სიცოცხლეს ვერ წაართმევ, მხოლოდ უფალი ართმევს. შენ რა უფლება გაქვს, რომ წაართვა და გასცე განკარგულება, რომ ეს არის „ფეიკი“? ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არიან „ფეიკები“. აბსოლუტურად არავის ვეხები და არც მჩვევია ვიღაცის ლანძღვა-გინება. ჩემი მიზანია, დროულად მოვახერხოთ ეს სასამართლოს მეშვეობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ან პატიმარზე, არამედ მოქალაქეზე, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია.

„საბოლოო მოთხოვნა იქნება, ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას, მე არ ვლაპარაკობ პრეზიდენტზე და პატიმარზე, მოქალაქეზე ვლაპარაკობ. მოქალაქეს ნუ წავართმევთ სიცოცხლის უფლებას. ეს უნდა დაიმახსოვროს აბსოლუტურად ყველამ, ამის დრო კიდევ არის“,-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „უფალი იყურება და არავის არაფერს შეარჩენს, ბუმერანგივით დატრიალდება“.

ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

„არ ვსაუბრობ სხვადასხვა სისტემაზე- სასჯელაღსრულების სისტემა, იუსტიციის სამინისტრო, ყველა მონაწილეა, კლინიკებიც, მაგრამ არავისზე ხელის დადება არ მჩვევია, რომ მივუთითო ვისგან მოდის. ეს არის კომპლექსური ამბავი და ვფიქრობ, რომ ალბათ, რუსეთიდან იმართება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

TOP ნიკოლოზ სააკაშვილი 2022-11-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკოლოზ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: წელს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია 73%-ით გაიზარდა

შემდეგი სტატია

“არც ექიმს აბრალებენ რაიმეს. პირიქით, ამბობენ, ექიმს თუ სურს მოვიდეს პანაშვიდზე, მაგას ჩვენს უბედურებაში ბრალი არ უდევსო”

მსგავსი სტატიები

კარლ ჰარცელი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია – მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა

კარლ ჰარცელი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია – მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა

ირაკლი შალიკაშვილი 06 აპრ 2022
ნინო წილოსანი: რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს

ნინო წილოსანი: რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2023
„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია“- ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ეხმაურება

„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია“- ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge