NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მედია: უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

მედია: უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

20 ნოე 2022 მსოფლიო 144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა – ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნენ.

ცხედრების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინეს. თუმცა, უკრაინის ჯარების შეტევა იქ წარმატებით გაცილებით ადრე დასრულდა, ვიდრე ხერსონში, სადაც, გენერალური პროკურორის თქმით, მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე მუშაობა მხოლოდ დასაწყისშია.

კოსტინს არ დაუკონკრეტებია იმ ადამიანების დაღუპვის მიზეზები, რომელთა ცხედრები რუსი სამხედროების მიერ ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს.

უკრაინაში, ბოლო მონაცემებით, უკვე იძიებენ 45 ათასზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ჯერჯერობით სასამართლომდე მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიაღწია, ნასამართლევია 12 ადრე დატყვევებული სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ომის შედეგად უკრაინის 8,300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი დაიღუპა.გაეროს მონაცემებით 13 ნოემბერს რუსეთის შეჭრის შედეგად 6,557 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 408 ბავშვი – დაიღუპა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ინფორმაციის მიღება ზოგან, სადაც ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, ჭიანურდება, ხოლო ბევრ ცნობას გადამოწმება სჭირდება.

კომენტარები

TOP უკრაინა 2022-11-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს

შემდეგი სტატია

პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 23 ნოემბერს გაიმართება

მსგავსი სტატიები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდა

ნინო ჩხეიძე 05 იან 2023

კატალონიის ლიდერმა დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება მოითხოვა

11 ოქტ 2017
შიშველმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ნეშვილის რესტორანში ცეცხლი გახსნა

შიშველმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ნეშვილის რესტორანში ცეცხლი გახსნა

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge