NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე: პრემიერმა უნდა თქვას, რა გზას ირჩევენ

გიორგი ვაშაძე: პრემიერმა უნდა თქვას, რა გზას ირჩევენ

18 ნოე 2022 პოლიტიკა 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია „ქართული ოცნება“ – მათ მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, რა გზას ირჩევენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ- მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვთ და მისგან ცხად პასუხებს ელიან.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, ან ძლიერი, დემოკრატიული საქართველო ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ან დამონებული, გაღატაკებული და ოლიგარქიული რეჟიმის საქართველო რუსეთთან ერთად. დღის მთავარი შეკითხვა არის, რა გზას ირჩევს „ქართული ოცნება“, ირჩევს გზას, რომელიც არის ქართველი ერის არჩევანი თუ ირჩევს გზას რუსეთისკენ, რომელიც მიგვაქანებს უკიდეგანო ჭაობისკენ და მონობისკენ. დღეს მოისმენთ კითხვებს, რატომ ხდება საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რატომ ხდება ისე, რომ ყველა ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს თებერვლის შემდგომ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და მთავარი საკითხი, რასაც პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი, რა გზას ირჩევს ის თვითონ საკუთარ პოლიტიკურ ძალასთან ერთად. ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს მკაფიო პასუხი, პასუხის არ გაცემა, შეკითხვის გატარება ამ დუმილი მიჩნეულ იქნება, რომ „ქართული ოცნება“ ირჩევს გზას რუსეთისკენ.

კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია „ქართული ოცნება“ და უნდა რომ შეგვატრიალოს რუსეთისკენ. ესაა რეალობა, ამიტომ ყველა რეზოლუციას, ყველა განცხადებას, როგორც სენატორმა შაჰინმა ბრძანა, პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა. დღევანდელი დღეც ამას ეძღვნება. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რა გზას ირჩევს“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.

კომენტარები

TOP გიორგი ვაშაძე ინტერპელაციის წესი ირაკლი ღარიბაშვილი 2022-11-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი ვაშაძე ინტერპელაციის წესი ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხათუნა სამნიძე – თუ პრემიერს გაუჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა, მაშინ ის …

შემდეგი სტატია

მარიამ ჯიშკარიანი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე „ემპათიას“ დასკვნა მზად არის – დიაგნოზი მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს

მსგავსი სტატიები

საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს დღეს პარლამენტი

საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს დღეს პარლამენტი

16 ნოე 2017
„ზურაბიშვილს ნებისმიერი ბანკი ასესხებდა თანხას, ვინაიდან იცით, რომ კანდიდატი, რომელიც გადალახავს მინიმალურ ბარიერს, მიიღებს მომავალში დაფინანსებას ბიუჯეტიდან“

„ზურაბიშვილს ნებისმიერი ბანკი ასესხებდა თანხას, ვინაიდან იცით, რომ კანდიდატი, რომელიც გადალახავს მინიმალურ ბარიერს, მიიღებს მომავალში დაფინანსებას ბიუჯეტიდან“

სოსო ელისაშვილი 09 ოქტ 2018
ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათებიანი ვერსია – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ანგარიშს აქვეყნებს

ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათებიანი ვერსია – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ანგარიშს აქვეყნებს

News 01 მარ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge