NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: კრიტიკა მოდის კონკრეტული ადამიანებისგან, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება

ირაკლი კობახიძე: კრიტიკა მოდის კონკრეტული ადამიანებისგან, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება

17 ნოე 2022 პოლიტიკა 172 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთი და იგივე ადამიანები 2012 წლამდე იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და 2012 წლის შემდეგაც არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები – მაგალითად, ცნობილი და ოდიოზური კუბილიუსი, რომელიც მხარს უჭერდა კრიმინალურ რეჟიმს და დღეს აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას, იგივე ეხება ფოტიგას, რასას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას იმის შესახებ, რომ ბოლო დროს დასავლეთში გახშირდა კითხვები და შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასცდა დასავლურ კურსს.

კობახიძის შეფასებით, ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო.

“ეს კრიტიკა მოდის კონკრეტული ადამიანებისგან, ასეთ კრიტიკას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. თუ კრიტიკა არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული, ასეთ კრიტიკას რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით.

ესენი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და 2012 წლის შემდეგაც არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები. მაგალითად, ცნობილი და ოდიოზური კუბილიუსი, რომელიც იყო ამ პარტიის მეგობარი 2012 წლამდე, მხარს უჭერდა კრიმინალურ რეჟიმს და დღეს აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას. იგივე ეხება ფოტიგას, რასას და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს კურსს – ყველაფერი უნდა შეფასდეს გადადგმული ნაბიჯებით. წინა ხელისუფლება სადაც მიდიოდა, საზოგადოებამ უკვე შეაფასა, ჩვენი ხელისუფლება კი სად მიდიოდა ეს 10 წელი, ესეც ნაბიჯებით უნდა შეფასდეს. ნაბიჯები კი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ იქ, სადაც უნდა ქართულ საზოგადოებას – ეს არის ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ეს არის ეკონომიკის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით და ა.შ. – აქეთ მივდივართ ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი აქამდე წარდგენილ გეგმას ზუსტად მიყვება.

„12 პუნქტის შესრულებაზე – ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა წარდგენილი ჩვენი გეგმა თავისი ვადებით, ფორმატებით და ზუსტად მივყვებით ამ გეგმას.

უკვე დეკემბრის დასაწყისში ყველა მიმართულებით კანონმდებლობა იქნება დამტკიცებული. დღეს, მაგალითად, გვქონდა ორი კანონპროექტის განხილვა – ეს იყო დეოლიგარქიზაციის კანონი და ანტიკორუფციული კანონმდებლობა და მეორე მოსმენით დავამტკიცეთ.

ასევე არის საკითხი, სადაც დამოკიდებული ვართ ოპოზიციის თანამონაწილეობაზე – ეს არის ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა. რაც შეეხება რეფორმებს, ისინი სათანადო ვადებში ხორციელდება. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2022-11-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ზარქუა: სენატორის შეურაცხყოფის მიზანი არ მქონია, სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე – რაც კუბილიუსი არის ევროპაში, იგივეა ჯინ შაჰინი ამერიკაში

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება და ოპოზიცია საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებს

ხელისუფლება და ოპოზიცია საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 03 თებ 2021
ენმ პარლამენტს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას

ენმ პარლამენტს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნას

09 თებ 2018
ნიკა მელია: ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს

ნიკა მელია: ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს

ირაკლი შალიკაშვილი 09 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge