NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

16 ნოე 2022 პოლიტიკა 243 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა 89-ხმით, 4-ის წინააღმდეგ მიიღო.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი შეფასებით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, ხოლო სისტემური პრობლემები სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია გაუქმებულია. შედეგად ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე მანდატი დაკარგა, საპარლამენტო ოპოზიცია კი ჯამში, რვა მანდატის გარეშე დარჩა.

პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. მათი მანდატები გაუქმებულია. ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მანდატიც გაუქმდება.

კომენტარები

TOP ნონა მამულაშვილი 2022-11-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნონა მამულაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანჟეი დუდამ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად შეაფასა

შემდეგი სტატია

პარლამენტმა მეორე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

მსგავსი სტატიები

„მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად“

„მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად“

07 აპრ 2018
მორიგი არასამთავრობოებზე – სულხან სალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს პასუხობს

მორიგი არასამთავრობოებზე – სულხან სალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს პასუხობს

29 მარ 2019
თაკო ჩარკვიანი: ოქრუაშვილის დაყენება… ყველაზე სუსტი კანდიდატია

თაკო ჩარკვიანი: ოქრუაშვილის დაყენება… ყველაზე სუსტი კანდიდატია

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge