ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა.
„ნატო და ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთის უკანონო აგრესიული ომისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინას რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ პოლონეთის ინციდენტში დამნაშავედ უკრაინა არ მიიჩნევა.
„მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
კომენტარები