NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, NATO აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია ყველა ფაქტის დადგენა.
“ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას აფეთქებაზე პოლონეთში. გადავეცი ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას, მოკავშირეები მართავენ მჭიდრო კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა ფაქტი”. – წერს სტოლტენბერგი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პრჟევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატიუს მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.
კომენტარები