NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ანჟეი დუდამ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად შეაფასა

ანჟეი დუდამ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად შეაფასა

16 ნოე 2022 მსოფლიო 429 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, “უბედური შემთხვევა” უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას. ვარშავა ინციდენტს ქვეყანაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშად არ აფასებს.

„სამშაბათს პშევოდუვში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არ ყოფილა პოლონურ მხარეზე თავდასხმა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული“, – განაცხადა დუდამ.

თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე და სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავდასხმას იგერიებდა, პოლონეთის საზღვრებში ჩავარდა.

დუდას თქმით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ მომხდარი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია, შესაძლოა, დარჩენილი საწვავის აფეთქებასთან ერთად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დაამატა, რომ შეგროვილი მტკიცებულებები, ასევე ამერიკული მხარის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოს წესდების მე-4 მუხლის გააქტიურება ამ ეტაპზე შესაძლოა, არ იყოს საჭირო, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“. მე-4 მუხლი ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აშფოთებს.

15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 16 ნოემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩავარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის” (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ – ეს ინფორმაცია სააგენტო “როიტერსს” ნატოელმა წყარომ აცნობა ოთხშაბათს.

აფეთქებამ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გლობალური შეშფოთება გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობაზე.

უკრაინის საჰაერო ძალები კი გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს გამოძიებას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ სიმართლის დასადგენად.

კომენტარები

TOP ანჟეი დუდა 2022-11-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანჟეი დუდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას

შემდეგი სტატია

ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

მსგავსი სტატიები

ირანში მიწისძვრის დროს ორსული ქალი გარდაიცვალა

21 დეკ 2017
ახლა რომ მნახოთ, გაგეცინებათ, საკანში ჩონჩხი ბარბაცით დადის – ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!

ახლა რომ მნახოთ, გაგეცინებათ, საკანში ჩონჩხი ბარბაცით დადის – ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!

ირაკლი შალიკაშვილი 21 აპრ 2021
დმიტრი მედვედევი: …ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები

დმიტრი მედვედევი: …ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები

ნინო ჩხეიძე 10 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge