NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი: ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები

ალეკო ელისაშვილი: ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები

15 ნოე 2022 პოლიტიკა 287 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ის რუსი ოკუპანტების მიერ 11 ნოემბერს, სოფელ ატოცთან ახალი საგუშაგოს აშენებას გამოეხმაურა.

ამასთან, მან უკრაინელებს ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება და ქალაქის დაბრუნება მიულოცა.

ელისაშვილის თქმით, ხერსონის გათავისუფლების დღეს, 11 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა ისევ დააყენეს ინსტალაციები. ელისაშვილის შეფასებით, ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე რუსები უკან მოუხედავად გარბოდნენ.

„მინდა მივულოცო მთელ უკრაინას და უკრაინელ ერს ხერსონის დაბრუნება 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ. 11 ნოემბერს მოხდა ეს ამბავი და მეც ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორი აღტაცებული სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის სახელს.

ჩემდა სამარცხვინოდ, მე, როგორც ქართველს, ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მინდოდა მიწა გამსკდომოდა, რადგან 11 ნოემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა. ლამაზი სიტყვა დავარქვით და შეგვიძლია საახალწლო განათებები ან ფოჩიანი კანფეტები ვუწოდოთ, მაგრამ მიწა-წყალი ისევ შემოგვიღობეს, თანაც ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინული არმიის დანახვაზე უკან მოუხედავად გარბოდნენ რუსები. ზუსტად ამ დღეს ჩვენ დაგვამცირეს – მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ. ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, ჩვენ კი ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ.

უფრო მეტიც – ფიანდაზები რომ დაუგეთ საზღვარზე რუს ოკუპანტებს, დეზერტირებს, გამოქცეულებს, ყველაზე სამარცხვინო ხალხს, ის ერთი რუსი მარჯანიშვილზე იდგა და დედას გვაგინებდა ნახევარი საათი. დედას გვაგინებდა პერსონალურად ქართველებს და ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთი კაცი არ აღმოჩნდა იქვე საკადრისი პასუხი რომ გაეცა. დაიჭირეს და მეორე დღეს გამოუშვა პოლიციამ. მეორე რუსმა იმავე დღეს წიხლქვეშ გაიგდო ქართველი გოგო კაფეში, ასეთი უმადური იმპერიალისტი ხალხია ეს და ამიტომ ვამბობ, რომ მათი ფეხი აქ არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც გვიბედავენ ამ ყველაფერს. გიგა ოთხოზორია, ახალგაზრდა ბიჭი რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და მისი მკვლელი დღემდე ლაღად რომ დადის, გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს ლომივით ბიჭი, აჩიკო ტატუნაშვილი და მისი მკვლელები რომ დადიან არხეინად, ვაბედინებთ და გვიბედავენ. ეს დღეები სირცხვილით მინდა, რომ მიწა გამისკდეს. მეგონა, მეომრების ქვეყანაში გავიზარდე – რით იყვნენ ჩვენი წინაპრები სახელოვანი? ქედს არ იხრიდნენ არავის წინაშე, ჩვენ კი ვართ ასე თავჩაღუნულები. „ქართულ ოცნებას“ მინდა ვკითხო, არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა“.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი 2022-11-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე

შემდეგი სტატია

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ გარეშე პარლამენტი ომბუდსმენს ვერ ირჩევს, ამიტომ ჩვენი პოზიცია ანგარიშგასაწევია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

30 აპრ 2018
ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

ირაკლი შალიკაშვილი 12 იან 2021
მედია: ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ბუბა კიკაბიძეა

მედია: ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ბუბა კიკაბიძეა

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge