NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»მედია: “ფაბრიკაში” ქალზე ძალადობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მედია: “ფაბრიკაში” ქალზე ძალადობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

14 ნოე 2022 სამართალი 478 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 12 ნოემბერს “ფაბრიკის” ტერიტორიაზე მომხდარი ქალზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

ინციდენტის შესახებ ფეისბუქზე წერს მოქალაქე ანა ჯაფარიძე. იგი დეტალურად აღწერს ძალადობის სცენას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება იმავე საღამოს დაიწყო.

“ფაბრიკაში ერთი ჩვეულებრივი პარასკევი საღამო, 23:00 საათი, 3 გოგონა ( 20 დან 23 წლამდე ) მოსულია ერთმანეთთან საურთიერთოდ და ისტორიების მოსაყოლად
ამ დროს მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან,
უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება
ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს
როგორც იქნა მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს, გოგონა შოკურ მდგომარეობაში და ამ წამამდე როცა მე ამ სტატუსს ვწერ პანიკური შეტევა აქვს…
მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, მაგრამ პოლიცია ამ წამამდე სვამს კითხვებს გოგოს მისამართით
– ფხიზელი იყავით?
– რის ნიადაგზე მოხდა ძალადობა ?
მესმის რომ ალბათ ეს თქვენი დამპალი პროტოკოლია, მაგრამ ხო შეიძლება სიტუაციურად იმოქმოდოთ და თან იცით რომ მოძალადე ნაბიჭვარი რუსია ( დააკავეს და რუსული პასპორტი აღმოაჩნდა) და გოგო ქართველი !!!!!
საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება, საშიშია ქალად ყოფნა, საშიშია არსებობა !
Update: მოყვანილი ყავთ გოგო საგამოძიებო ორგანოში და ისმის კითხვები:
– იქნება უბრალოდ კოცნა უნდოდა, ან ცეკვა?!!! – გოგო არის მარტო ამ მგლების ხროვაში და შიგნით არავის აღარ გვიშვებენ – ეს ინფორმაციაც მისმა მეგობარმა გამოიტანა, რომელიც გამოვიდა და უკან აღარ უშვებენ!
ვართ შსს-ში, კახეთის გზატკეცილზე.
Update: გოგონა გამოვიდა დაკითხვიდან, მაგრამ გვითხრა რომ, როგორც შიგნით მოისმინა, ამ ნაძირალას ჯარიმის საფუძველზე გაანთავისუფლებენო,
თვითონ არ აპირებს რა თქმა უნდა გაჩერებას, სასამართლოში ჩივილს და ამ
ამბის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ჩვენც ყველა მის გვერდით ვართ რა თქმა უნდა.
გამორიცხულია ეს ნაძირალა დაუსჯელი დარჩეს!
Update: რამოდენიმე გამოხმაურება იყო, თუ რატომ დავაკონკრეტე ეროვნება ამ ამბის
მოყოლისას, თუ ვინმე ვერ მიხვდა მინდა ავხსნა,
აქ დგას ძალიან სერიოზული ორი პრობლემა, როგორც ცალსახად ქალზე ძალადობა მამაკაცის მხრიდან და მეორე პრობლემა, კონკრეტულად რუსი ეროვნების ადამიანის ძალადობა ქართველზე!
ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ სრული განუკითხაობაა, ვინ შემოდის, ვინ ცხოვრობს, რას სჩადიან ამ ოკუპანტი ქვეყნის წამომადგენლები ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რამდენის უფლებას აძლევენ თავს!
და რომ ეს ზუსტად ჩვენი ნაძირალა მთავრობის და თითოეული მოქალაქის ბრალია ვინც მათ ფეხქვეშ ეფინება!
გამოფხიზლდით ხალხნო!” – წერს მოქალაქე ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

TOP შინაგან საქმეთა სამინისტრო 2022-11-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP შინაგან საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!

შემდეგი სტატია

ვინ გამოიგონა შოკოლადი

მსგავსი სტატიები

გენერალურმა ინსპექციამ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა

გენერალურმა ინსპექციამ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018
ბადრი ესებუა: ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ – თავისუფლად გადავადგილდებოდი, მათ შორის, დედაქალაქში

ბადრი ესებუა: ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ – თავისუფლად გადავადგილდებოდი, მათ შორის, დედაქალაქში

ნინო ჩხეიძე 25 თებ 2023
გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ

გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge