NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»დმიტრო კულება: რუსეთს სურს, დაისვენოს, ძალები მოიკრიბოს და რაც შეიძლება მალე განახორციელოს კიდევ უფრო სასტიკი შეტევა

დმიტრო კულება: რუსეთს სურს, დაისვენოს, ძალები მოიკრიბოს და რაც შეიძლება მალე განახორციელოს კიდევ უფრო სასტიკი შეტევა

14 ნოე 2022 მსოფლიო 159 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებს ფრონტზე პაუზა სჭირდებათ, რათა მოამზადონ ახალი, უფრო სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ქვეყანა არ ეძებს მშვიდობას უკრაინაში ისე, როგორც თავად უკრაინა, რომელსაც არასოდეს სურდა ეს ომი.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმება მშვიდობას არ მოიტანს. შედეგი იქნება საპირისპირო. რუსეთს სურს, დაისვენოს, რათა ძალები მოიკრიბოს და რაც შეიძლება მალე განახორციელოს კიდევ უფრო სასტიკი შეტევა“, – განმარტა კულებამ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას არ მიუღია და არც მიიღებს რუსეთის ხელისუფლებისგან კონსტრუქციულ წინადადებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის სიგნალი იმის შესახებ, რომ კრემლი თითქოს ღიაა მოლაპარაკებებისთვის, არის აგრესიის გაგრძელების ფარდა.

„პუტინს ახლა არ სურს რაიმე კომპრომისი. ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ეს გზას გაუხსნის სამშვიდობო პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

TOP დმიტრო კულება ომი რუსეთი უკრაინა 2022-11-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დმიტრო კულება ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი საზარელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი – სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ გადმოაგდეს ჩვილი მეხუთე სართულიდან

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!

მსგავსი სტატიები

დმიტრი მედვედევი: ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება

დმიტრი მედვედევი: ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება

ირაკლი შალიკაშვილი 14 აპრ 2022

მაკრონი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის

06 ნოე 2018
ზელენსკი ჯონსონს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში, ჩემო მეგობარო

ზელენსკი ჯონსონს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში, ჩემო მეგობარო

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge