NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი” კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი” კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

11 ნოე 2022 ბიზნესი 190 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

11 ნოემბერი, 2022 – საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ
რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით „მონოლითი ჯგუფი“
კრწანისში ახალ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19
მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია
სრულად მოხმარდება სამშენებლო სამუშაოებს.
„საქართველოს ბანკთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.
მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ
მოგვეცა. ჩვენი კომპლექსის ფართობი 12 ჰა-ზეა გაშლილი, რომელიც საცხოვრებელ
სახლთან ერთად, კომერციულ სივრცეს, რეკრეაციულ ზონას, პარკინგს, სპორტულ
მოედანს, გამწვანებულ გარემოს, სარბენ ბილიკს, საცურაო აუზს, სატრენაჟორო
დარბაზს, სკოლას და საბავშვო ბაღს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ
აშენებული საცხოვრებელი ბინები ენერგო ეფექტური იქნება, რომელიც ეკოლოგიურად
სუფთა მასალებისგან შენდება“, – განაცხადა „მონოლითი ჯგუფის“ დირექტორმა,
თორნიკე მაისურაძემ.
„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს
სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო
ადგილები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე 300 ადამიანი დაასაქმა.
მონოლით ჯგუფთან ერთად უკვე ცხრა წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რაც
გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტ პროექტზე ვიმუშაოთ მათთან ერთად. გვინდა
წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და
მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის
კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

კომენტარები

2022-11-11
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მომხმარებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას უკვე „ნაწილ-ნაწილ“ შეძლებს

შემდეგი სტატია

რა ღირს ბინის დაზღვევა?

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-  ის მფლობელებს

საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card- ის მფლობელებს

თამუნა 21 ოქტ 2020
თიბისი მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

თიბისი მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

თამუნა 30 ივნ 2021
ეკატერინე მიქაბაძე: ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და  მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის

ეკატერინე მიქაბაძე: ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge