NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა მანჯგალაძე: ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი

პაატა მანჯგალაძე: ევროპელებმა კარი გაგვიღეს, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, ივანიშვილი

11 ნოე 2022 პოლიტიკა 219 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი – ანგარიშში შეტანილი შესწორებები არის არა რომელიმე ევროპული ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიცია, ამით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” არც ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, “ედინაია რასიას” ოჯახის წევრია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ბუტაფორიულ ცვლილებებს ახორციელებს და როცა ამის გამო ქვეყანა უარყოფით შეფასებას მიიღებს, „ქუჩაში ქუდზე კაცი” უნდა გამოვიდეს, რადგან მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მოწოდებებისა, “ქართული ოცნება” “იმდენს გაბედავს, რამდენსაც გავაბედინებთ“.

“ქართული ოცნება” ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაზე, ვერ ნახავთ “ქართული ოცნების” ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ჯერ მანტრას არ აღავლენს ივანიშვილის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს სხვა საკითხებზე. ხომ ხედავთ, ყოველ დღე კობახიძე, თალაკვაძე და სხვები ივანიშვილის სადიდებელს ამბობენ, როგორც უფლის სადიდებელი უნდა ვთქვათ დილით და შემდეგ იწყებენ საუბარს. მათ საქართველოსა და ივანიშვილს შორის არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ გააკეთეს. ივანიშვილი და კობახიძე მოსახლეობას და მათ შორის თავისივე დეპუტატებს სიცრუეში ამყოფებენ, ბევრს ჰგონია, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარი საუბრობს ამაზე, ვინც “ნაცმოძრაობასთან” არის დაკავშირებული, მაგრამ ყველას გამორჩა, რომ ანგარიში მომზადებული იყო სვენ მიქსერის მიერ, რომელიც ევროპის „სოციალისტური პარტიის” წევრია, “სოციალისტური პარტიის” ოჯახის წევრი კი არის “ქართული ოცნება”. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს, რაც ამ ანგარიშშია, არ არის ერთი ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიციაა, რომ თუ გინდა დემოკრატია, უარი უნდა თქვა ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” არც ევროპული სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, ის არის “ედინაია რასიას” ოჯახის წევრი, რასაც ისინი აკეთებენ არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის “ეფესბეს”, პუტინის და “ედინაია რასიას” გზა. ირაკლი კობახიძე წარმოადგენს არა “სოციალ- დემოკრატების” ევროპულ ოჯახს, არამედ “ედინაია რასიას” საქართველოში. ხშირად მეკითხებიან, რამდენს გაბედავს “ქართული ოცნება”. რამდენს გაბედავენ? სამწუხაროდ, იმდენს, რამდენსაც გავაბედინებთ. ვიღაცას არ სჯერა, რომ რუსეთისთვის გაწირეს საქართველო, ამიტომ როცა შეფასება მოვა და “ქართული ოცნების” გამო უარს გვეტყვიან ევროპელი ლიდერები, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა, „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ“, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში არ ჩავახრჩოთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

TOP პაატა მანჯგალაძე 2022-11-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ეფეს საქართველომ“ PechaKucha Night-ის ღონისძიებაზე ახალი ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა

შემდეგი სტატია

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტს მოუწოდებს, ცესკოს თავმჯდომარისა და 2 წევრის არჩევის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს

მსგავსი სტატიები

1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება ენმ-მ მიიღო

1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება ენმ-მ მიიღო

28 სექ 2018
ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს “რემდესივირი” გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები

ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს “რემდესივირი” გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები

ირაკლი შალიკაშვილი 23 ოქტ 2020
ლომჯარია: „აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი“

ლომჯარია: „აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი“

11 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge