NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა გოგოლაშვილი: თუ საქართველომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ მსოფლიო სხვანაირად დალაგდება და …

კახა გოგოლაშვილი: თუ საქართველომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ მსოფლიო სხვანაირად დალაგდება და …

10 ნოე 2022 პოლიტიკა 256 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

– ბატონო კახა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

ფაქტია, რეზოლუცია აშკარად უმძიმესია, თუმცა, შესაძლოა უფრო მძიმეც კი შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ვერ გვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფო და მართვის გამართული სისტემები.

დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი საზოგადოების უმეტესობამაც იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამგვარი ვითარების აღიარებას უკეთეს შემთხვევაში ევროპელების კრიტიკას ამჯობინებს, უარეს შემთხვევაში გინებას.

ვიდრე სხვა საკითხებზე საუბარს გავაგრძელებთ, კარგი იქნება თუ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, ამ რეზოლუციის რა გვითხრა ბრიუსელმა?

– ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ძალიან ბევრი რამ დაამატა იმას, რაც ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მომზადებული. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის შენიშვნები. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ, ისინი ხედავენ რომ ბევრი საკითხია, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყანას. ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოშია, შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.

ასეთებად ისინი მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ მოხვდა რეზოლუციაში რეკომენდაცია, რომ მესამე პრეზიდენტს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა. რაც შეეხება „გვარამიას საქმეს,“ დაგმობილია მედიაზე ყველა თვალსაზრისით შეტევა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური შეტევა.

რეზოლუციაში ხაზგასმულადაა საუბარი პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. შემთხვევითი არაა, რომ რეზოლუციაში ხშირადაა საუბარი კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე, რომლის პირველი პოლიტიკური კრიტერიუმი არის უმნიშვნელოვანესი. კერძოდ, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. აშკარაა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად არ არიან კმაყოფილი იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში არსებობს.

– დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ეს რეზოლუცია კომპრომისული იყო, რადგან თავიდან პროექტი უფრო მძიმე იყო.

შემფასებელთა ნაწილის მტკიცებით რეალურად ბრიუსელმა ჩვენს ხელისუფლებას უთხრა – „თქვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა.“ მეტიც, ზოგი ამბობს, რომ ბრიუსელმა საქართველოს „ყვითელი ბარათი“ უჩვენა.

რამდენად ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ რეზოლუცია ზოგადად და ამ რეზოლუციის ის კომპრომისული შესწორებები, რომლითაც რეზოლუცია საბოლოოდ იქნა მიღებული?

– პრინციპში, შესწორებები ყველა გავიდა გარდა ერთისა, რომელშიც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუცია საკმაოდ მძიმეა.

პრაქტიკულად ყველა პუნქტი საყურადღებოა. რამდენიმე ადგილას ნათქვამია, რომ მათი შეუსრულებლობა ხელს შეუშლის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციაში აშკარად არის ხაზგასმული, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

ვრცლად

კომენტარები

TOP კახა გოგოლაშვილი 2022-11-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა გოგოლაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იენს სტოლტენბერგი: აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა

შემდეგი სტატია

მედია: G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაცია პუტინის ნაცვლად ლავროვი უხელმძღვანელებს

მსგავსი სტატიები

ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, კანდიდატებს ვუთანხმებთ ამომრჩეველს

ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, კანდიდატებს ვუთანხმებთ ამომრჩეველს

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივლ 2020
ჰაკერები რუსეთს კიბერ ომს უცხადებენ – Anonymous-მა რამდენიმე რუსული სამთავრობო ვებგვერდი გათიშა

ჰაკერები რუსეთს კიბერ ომს უცხადებენ – Anonymous-მა რამდენიმე რუსული სამთავრობო ვებგვერდი გათიშა

ირაკლი შალიკაშვილი 25 თებ 2022
პრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის

პრემიერს, ალბათ მეტი ძალისხმევა მართებდა, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge