გამამხნევებელია იმის ნახვა, თუ როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინული ძალები მეტ უკრაინულ ტერიტორიას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“გამარჯვებები, მიღწევები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ, მამაც უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ასევე არსებითი მნიშვნელობისაა”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მოგვიანებით, Sky News-თან ინტერვიუში, ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქე ხერსონის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.
“ეს არის საერთო შაბლონის ან სურათის ნაწილი, რომელიც ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვნახეთ, რომ რუსეთმა სრულიად დაკარგა თავისი იმპულსი”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ რუსეთის არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება.
“თუმცა ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი, მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობები. ჩვენ ვნახეთ დრონები, ჩვენ სარაკეტო დარტყმები. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი ზიანის მიყენება”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები