NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»მედია: „სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

მედია: „სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

09 ნოე 2022 ბიზნესი 454 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის.

ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი.

კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი შემნახველი სალაროს შენობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტია“.

კომპანიას  XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ნებართვა აქვს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს.

„სოდი ინვესტმენტი“ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ახორციელებს, დარღვევები არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობისგან მხოლოდ ფასადის ნაწილის დატოვება სააგენტოს თანხმობით და შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმოწერით არის დადასტურებული.

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“ – ეს სწორედ მათი, ამ ხელმომწერების არგუმენტია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ერთი ნაწილი რჩება და ამას რეაბილიტაციას უწოდებენ.

ნებისმიერი კონკრეტული მშენებლობის მდგრადობასა და გარემოსთან შესაბამისობაზე კითხვები იგივე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ისინი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დროს ჩამორჩნენ და არაფერი იციან ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის მიხედვითაც „უკვე ზღვაში შენდება შენობები“ და „მალე მარსზეც აშენდება“.

არაერთი თანამდებობის პირი, რომელიც ერთი მხრივ კუნძულის მშენებლობის პრეზენტაციას გულმოდგინედ უკრავს ტაშს და უკვირს ეჭვნარევი მოსაზრებები ზღვასთან ახლოს რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირწმუნება, რომ კულტურულ მემკვიდრეობას „შორს წასული განვითარება“ და „ახალი ტექნოლოგიები“ რატომღაც ვერ იცავს:

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“.

არადა, იგივე თანამდებობის პირები ბიუჯეტის თანხებით მივლინებებში საზღვარგარეთ ხშირად დადიან, რომ შეისწავლონ როგორ შეინარჩუნეს მემკვიდრეობა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში ან სხვაგან. რას სწავლობენ ისინი ევროპაში, რა გამოცდილებას იღებენ და როგორ იყენებენ ამას, უცნობია, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ხშირად იღებენ ფოტოებს ევროპული ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებული ძეგლების ფონზე.

ვრცლად

კომენტარები

TOP ბათუმი 2022-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბათუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კელი დეგნანი: ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და …

შემდეგი სტატია

პაატა ზაქარეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის უტიფარი, ცინიკური, უხეში ევროკავშირი ცდილობს მოქნილი იყოს და მისცეს შანსი, მდგომარეობა გამოასწოროს

მსგავსი სტატიები

2012 წლის შემდეგ საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა

2012 წლის შემდეგ საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა

27 აპრ 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება

24 იან 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა

თამუნა 22 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge