NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

09 ნოე 2022 ბიზნესი 442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კაფე-სანაყინე ლუკა პოლარე ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის
მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით
სტუმრობენ, არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და
ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან, უბრალოდ, სასიამოვნო ატმოსფეროში
დროის გასატარებლად.
გადავწყვიტეთ, ლუკა პოლარეს ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო
სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით – თიბისის მხარდაჭერით, ლუკა
პოლარე გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით
აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდე უფრო
მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.
„თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს
ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს
მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდე შენობა,
რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც
დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან
პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე,“ –
ამბობს კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეს დირექტორი, რატიელ მახარაძე.
ლუკა პოლარეს ისტორია 2008 წელს, თბილისში, 20 კვ.მეტრში განთავსებული
15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა
მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინი წარმოება-გაყიდვა
და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულება
დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე ლუკა პოლარეს
პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.
დღეისათვის ლუკა პოლარე მომხმარებელს თბილისის, ბათუმის,
ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების
პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან
და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან
თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელს კაფეს
მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე ლუკას საყოველთაოდ ცნობილი ყავის,
ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-
ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ
კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი
ერთად კი ლუკა პოლარეს საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.

„ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი ლუკას მიღმა, ქუჩაში
ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი
მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო
სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან ლუკა
პოლარეს სახელს – გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად
უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით
დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს.
მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ
განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის
მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთ ჩვენს
სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური
მხარეებიც,“ – ამბობს ტარიელ მახარაძე.
ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები
ლუკა პოლარეს სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ
ერთხელ ადასტურებს ლუკას თავდაპირველ სტრატეგიას – მუდმივი სწრაფვა
სიახლეებისკენ და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ლუკა
პოლერეში, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო!

კომენტარები

TOP თიბისი ლუკა პოლარე 2022-11-09
თამუნა
Tags TOP თიბისი ლუკა პოლარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია: ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში”

შემდეგი სტატია

ირაკლი ნადირაძე პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს – დაპირისპირება ენმ-ში

მსგავსი სტატიები

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016-2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართება

თბილისი „გარდენ ჰოლში“, 2016-2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართება

10 ნოე 2017
თიბისის ახალი სათავო ოფისის -„თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობა იწყება

თიბისის ახალი სათავო ოფისის -„თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობა იწყება

17 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge