NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ელენე ხოშტარია: ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში”

ელენე ხოშტარია: ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში”

09 ნოე 2022 პოლიტიკა 270 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში იმ რეგრესზეა საუბარი, რომელიც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციამ და საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ეს ხელისუფლება შეცვალოს.

„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არა თუ წარმატებასა და პერსპექტივაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე დამოკიდებული, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პროპაგანდასთან წინააღმდეგობა, რაც ასევე დოკუმენტში არის აღნიშნული. უკრაინის მხარდაჭერას და იმას, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს. პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცალოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში მკაფიოდ არის ნახსენები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის, რომ რეგრესია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, არ გაგივათ ჩვენთან თამაში! თუ თქვენ შიდაპოლიტიკურად თამაშობდით, რომ არ იცით, ვინ არის ოლიგარქი, არ გაგივათ! ჩვენ არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“? არაფერს, რადგან არ უნდათ. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, თავი კი არ მოვიტყუოთ, რომ გავაკეთებინებთ იმით, რომ მწვავედ ვიტყვით რამეს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ, არამედ, ჩვენი ამოცანა არის მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია ყველა იმ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არის უმრავლესობაში ამ ქვეყანაში და ეს ხელისუფლება შევცვალოთ, რაც არის ევროპული არჩევანის პირველი წინაპირობა. არ გამოდის ოლიგარქია ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ამიტომ კონსოლიდაციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება“,-განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

TOP ევროპარლამენტი ელენე ხოშტარია 2022-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროპარლამენტი ელენე ხოშტარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება

შემდეგი სტატია

ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

მსგავსი სტატიები

ლევან იოსელიანი: … სამართლიანი არ არის

ლევან იოსელიანი: … სამართლიანი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 18 აგვ 2022
ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

ირაკლი შალიკაშვილი 10 ოქტ 2019
“ოპოზიციის ულტიმატუმს სერიოზულად არც ვუყურებთ!”

“ოპოზიციის ულტიმატუმს სერიოზულად არც ვუყურებთ!”

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge