NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ჯაფარიძე IRI-ს კვლევაზე: ქვეყანაში დეპრესიული განწყობაა

ზურაბ ჯაფარიძე IRI-ს კვლევაზე: ქვეყანაში დეპრესიული განწყობაა

08 ნოე 2022 პოლიტიკა 303 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. მან IRI-ს კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა კვლევასთან შედარებით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ უკეთესი მდგომარეობა აქვს.

„წინა კვლევასთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, უკეთესობა გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა. ზოგადად, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის კონსოლიდაცია არის საჭირო. ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში ითარგმნოს, ეს არის მისაღწევი და ამას ვაკეთებთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პირადად ან თავისი სატელიტების საშუალებით, ანტიდასავლური კამპანია აქვს გაჩაღებული და უმტკიცებენ საქართველოს მოსახლეობას, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

„ეს არის იმის შედეგი, რა ტიპის დეზინფორმაციის კამპანიასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში. „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ჩამოშორება ოპოზიციის საერთო რესურსების გაერთიანების გარეშე ძალიან რთული იქნება.

„ჩვენ ვეჭიდავებით ძალიან რთულ საბჭოთა მონსტრს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, აწყობილი საკომუნიკაციო არხები, შანტაჟისა და ზეწოლის ბერკეტები წინასაარჩევნოდ. ამასთან გამკლავება ერთობლივი ძალებით, მათ შორის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთულია“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12%; „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 3%; „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 3%; „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – 2%; „დროა – ელენე ხოშტარია“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“ – 2%; „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 2%; „გირჩი“ – 2%; „პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 2%; „ლელო“ – 1%; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 1%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ – 1%; სხვები – 2%; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%; ხმას არ მივცემდი – 6%; არ ვიცი – 16%; უარი პასუხზე – 7%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

კომენტარები

TOP ზურაბ ჯაფარიძე 2022-11-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაიკლ გალერი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბატონი გვარამიას მიმართ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, მიმაჩნია რომ მისთვის დაკისრებული სასჯელი გადაჭარბებულია

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ნიკორა“ ახალ საწარმოს გახსნის

მსგავსი სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

22 იან 2018

ჯანელიძე: საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში

20 სექ 2017
რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge