რუსეთის ქალაქ კოსტრომას ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გარდა დაღუპულებისა, დაშავებულია 4 ადამიანი. ყველა მათგანი ნახშირორჟანგით მოიწამლა. ხანძრის დროს შენობის სახურავი ჩამოინგრა.
უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
კომენტარები