NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ

03 ნოე 2022 პოლიტიკა 312 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე უფლებამოსილების გამოყენების თხოვნით, წერილი მომზადდა, რომელიც მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეყრდნობა.

„მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეწყალების თაობაზე. შესაბამისი გზავნილით, თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი. გვსურს მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად.

ასევე ვგეგმავ, დღეს კომუნიკაცია მქონდეს მიშელის კაბინეტთან ბრიუსელში, რომელსაც ასევე გავაცნობ არგუმენტაციას, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა, მათ შორის შეწყალების გზით, რათა არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ იმის მსგავსი ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ერთხელ უკვე ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკოსები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე და უკვე წერილის შინაარსს ხელმოწერებით, გაგაცნობთ, როგორც კი საბოლოოდ იქნება მზად ხელმოწერები“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი არათუ ვერ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას, რაც დეოლიგარქიზაციას ეხება, არამედ უარეს შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გახდეს რეალურად პოლიტიკური დევნის ახალი ინსტრუმენტი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ თავი შევიკავეთ კანონპროექტის მხარდაჭერისგან, თუმცა, როგორც ვამბობდით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმები. მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ კანონპროექტზე, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზეც, რაც ამ კანონპროექტის მიღებას მოჰყვება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც აცდენილია ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზას, ამ პარლამენტში ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება და მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელსაც დღეს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

TOP ნიკა გვარამია სალომე სამადაშვილი შარლ მიშელი 2022-11-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა გვარამია სალომე სამადაშვილი შარლ მიშელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოლიგარქებმა, რომელმაც მიიღეს სისხლიანი ფული, არ დაიბრუნონ ძალაუფლება

შემდეგი სტატია

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა

მსგავსი სტატიები

ჩვენთან კორონავირუსით დადასტურებული 44 პაციენტი წევს, მათგან 2 პაციენტი პრობლემურია – მათი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც შეუძლებელია

ჩვენთან კორონავირუსით დადასტურებული 44 პაციენტი წევს, მათგან 2 პაციენტი პრობლემურია – მათი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც შეუძლებელია

ირაკლი შალიკაშვილი 21 აპრ 2020
იაგო ხვიჩია 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე: არ ვაპირებ არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, ვიდრე არ მეცოდინება, პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება

იაგო ხვიჩია 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე: არ ვაპირებ არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, ვიდრე არ მეცოდინება, პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება

ნინო ჩხეიძე 24 იან 2023
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება – დეპუტატების მწვავე შეკითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობდა

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება – დეპუტატების მწვავე შეკითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობდა

ირაკლი შალიკაშვილი 08 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge