რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივი-რიჰის ტერიტორიას ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“, Shahed 136-ით დაესხნენ თავს.
კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.
“ნგრევა არის მნიშვნელოვანი. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი”, – წერს ვილკული.
მისივე ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.
ამასთან, რუსებმა წუხელ ქალაქ ხარკოვის კიევის რაიონი დაბომბეს.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
რუსებმა გუშინ საღამოს ზაპოროჟიეზეც მიიტანეს იერიში. ყველა დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
კომენტარები