NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა არ მინდა

მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა არ მინდა

03 ნოე 2022 პოლიტიკა 265 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე, ეჭვი რომ შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოთ არ დავაჩაგვრინებდი კაცს , – ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.

მეუფე იაკობის განცხადებით, ისურვებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გამოუშვან.

,,მე, რაც წავიკითხე იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. ამიტომ, მაგაში ვერ დაგეხმარებით. რადგან სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე, რომ ეჭვი შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. უსამართლოთ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა მეუფე იაკობმა ისაუბრა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, ,,ნიკა გვარიამია პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ პატიმარი არის”.

,,პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ ის მიკვირს მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, – განაცხადა მეუფემ.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, მეუფე იაკობის თქმით, არავის პატიმრობა არ უნდა.

“რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა არ მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები, რომ იყვნენ იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეში დადის იმაზე მეტად დავეხმარეთ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ყველას კეთილი ნება იყო, ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული და ამის მერე მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობს ჟურნალისტებმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც მეუფემ უპასუხა, რომ „რაღაცებში ევროპელი დეპუტატები ძალიან არაობიექტურები იყვნენ“.

“საბჭოური მეთოდებით იბრძვიან ზოგიერთი ბალტიისპირეთის და ზოგიერთი პოსტ საბჭოთა ქვეყნის [ევროპარლამენტარები]. აბსოლუტურად კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ ისე იქცევიან ჩვენს მიმართ, რუსები როგორც გვექცეოდნენ, ისინიც ისე გვექცევიან”, – დასძინა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

TOP მეუფე იაკობი 2022-11-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: სადაც გავლენიანი ადამიანი დაუცველია, გავლენის არ მქონეთა უფლებები ბუნებაშიც არ არსებობს

შემდეგი სტატია

კელი დეგნანი: ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

მსგავსი სტატიები

თუ ხელისუფლებას თავი არ აქვს, რომ შესაბამისი თანხები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან

თუ ხელისუფლებას თავი არ აქვს, რომ შესაბამისი თანხები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2020
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოიღო

ირაკლი შალიკაშვილი 11 მაი 2022
ღარიბაშვილი: ძალიან განიცდიან დღეს აქ ომი რომ არ არის. მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?!

ღარიბაშვილი: ძალიან განიცდიან დღეს აქ ომი რომ არ არის. მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?!

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge