NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან გოცირიძე: პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

რომან გოცირიძე: პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

01 ნოე 2022 პოლიტიკა 273 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის – არ მგონია, ეს სერიოზული იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 ამომრჩეველი ჰყავს და პრაიმერისის დროს ნებისმიერი გამოკითხვა მათი გამარჯვებით დასრულდება.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ მზად არიან ოპოზიციასთან კოორდინაციასა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის.

„როგორც მოვისმინეთ, მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიცია ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით – ოღონდ ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული – ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით. ჩვენ ვართ თანამშრომლობის, კოორდინაციის, ოპოზიციის ფართო ფრონტით საარჩევნო პროცესში შევლის მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭერქვეშ უნდა გაერთიანდეს. მთავარი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი იპოვოს, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და შემდეგ კოალიცია პარლამენტში შეიქმნას, როგორც ეს ევროპაში ხდება. უნდა გამსხვილდნენ პარტიები, რომელთაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს და არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნება თუ ოპოზიციურ ფლანგზე იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებული პარტიები გამოჩნდებიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

TOP რომან გოცირიძე 2022-11-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომან გოცირიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია: ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ოლიგარქი, რომელსაც აქვს…

შემდეგი სტატია

ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან მოხსნა

მსგავსი სტატიები

დედაენის ბარი: რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს

დედაენის ბარი: რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს

ნინო ჩხეიძე 04 აგვ 2022
დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

12 ივნ 2018
ნათელაშვილი: „ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“

ნათელაშვილი: „ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით“

26 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge