NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

01 ნოე 2022 ბიზნესი 205 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ლიზინგი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით
კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიის
სანდო პარტნიორისგან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან
(EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, საიდანაც რესურსის სულ
მცირე 70 პროცენტი მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების
დასაფინანსებლად. რაც, თავის მხრივ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას
ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს მწვანე საქმიანობის გაფართოებასა და
კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.
აღნიშნული პროგრამა – EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი – მოიცავს საგრანტო
კომპონენტს რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, იგი ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო
საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს,
გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული
სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების
დანერგვის მიმართულებით.
პროგრამის სარგებელი გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესი მიიღებს
წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის
საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პროექტის სრულად
განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ,
კომპანია უფლებამოსილი იქნება გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის
თანხის 15%მდე ოდენობის თანხა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად
გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ
ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ლიზინგის ფორმით, მათ
შევთავაზოთ დაფინანსების ალტერნატიული გზა, რომელიც გაუმარტივებთ
საქმიანობას და დაფინანსების მიღებასთან ერთად, ასევე საშუალებას მისცემთ
ორიენტირებული იყვნენ მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე და ამ
გზით დამატებითი სარგებლის სახით მიიღონ შესაბამისი გრანტი.
მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგსა და EBRD-ს შორის კიდევ ერთხელ შედგა
წარმატებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შევუერთდით EU4Business-
EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის

საწარმოები დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვან
პერსპექტივას ქმნიან, თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ ისეთი დაბრკოლებები,
როგორებიცაა: ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, კანონმდებლობრივი
შეზღუდვები და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.
ჩვენი, როგორც საქართველოში მოწინავე სალიზინგო კომპანიის როლი, სწორედ
ამ პროცესის ხელშეწყობასა და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნაში
მდგომარეობს. აღნიშნული მისცემს საშუალებას ადგილობრივ მცირე და საშუალო
საწარმოებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის ისარგებლონ
ალტერნატიული დაფინანსების ხელმისაწვდომობით. EBRD-ის აქტიური
მხარდაჭერის წყალობით, ეს პროგრამა მხარს უჭერს ჩვენს მისიას და, რაც
მთავარია, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე
ინიციატივებზე,“ – თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-11-01
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ოლიგარქი, რომელსაც აქვს…

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველო ბოლონიის წიგნების ბაზრობაზე წარდგა

თამუნა 25 მარ 2022
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

თამუნა 24 სექ 2020
მერიასა და კახი კალაძეს თბილისის მოსახლეობის მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი არ გადაუხდია

მერიასა და კახი კალაძეს თბილისის მოსახლეობის მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი არ გადაუხდია

ნინო ჩხეიძე 31 მარ 2020

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge