NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

01 ნოე 2022 პოლიტიკა 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.

ამასთან ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო.

„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა – შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გადაცემაში გიორგი ვაშაძემ ისაუბრა პროევროპული პოლიტიკური ძალების შესაძლო გაერთიანების საკითხზეც და ოპოზიციის უახლოესი გეგმები შეაფასა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ემხრობა სტრატეგიას, სადაც ყველა ოპოზიციური პროევროპული გაერთიანება ერთ ჯგუფად უნდა ჩამოყალიბდეს.

„არის ორი სტრატეგია“: სტრატეგია ერთი არის, რომ ყველა პროევროპული პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალა დაჯგუფდეს ერთად და ერთიანი ფრონტი შევქმნათ, რითაც ჩვენ პრორუსებს, ანუ „ქართულ ოცნებას“ გამოვტაცებთ მიტაცებულ ძალაუფლებას; ვარიანტი ორი – „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ცალკე და მის გარშემო აფორმირებს რაღაც წრეს, ხოლო სხვა დანარჩენი პროევროპული პოლიტიკური ძალები ექსპერტებთან და საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად კრებს დიდ გაერთიანებას და მეორე ან შეიძლება პირველი მძლავრი ფლანგი იქმნება. ეს ორი სტრატეგიაა, რომელიც განიხილება.

„ლელოსთანაც“ გვქონია საუბარი, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, სხვებთანაც და დამოუკიდებელ პირებთანაც გვქონია საუბარი. პირადად მე ვემხრობი პირველ სტრატეგიას, სადაც რაც მეტნი ვიქნებით ერთად, მით უფრო ძლიერი ვიქნებით”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ორი სტრატეგიიდან “შევქმნათ სტაბილური მექანიზმი”, რომელიც არ დაიშლება, “უნდა მოვკლათ კულუარები”, რადგან ამ დრომდე, ყველა გაერთიანება “მოკლა კულუარებმა”.

“ჩვენ გვაქვს არჩევანი დემოკრატიულ პრაიმერისის სისტემებსა და კულუარებს შორის. ყველა გაერთიანება, რომელიც აქამდე მომხდარა, მოკლა და გაანადგურა კულუარებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღიად ვილაპარაკოთ. არჩევანი ასეთია – ან კულუარები და შეუმდგარი გაერთიანებები, სიტუაციური, სპონტანური ნაბიჯები, ან პრაიმერიზი და დემოკრატიული მეთოდოლოგია, რომელიც სისტემურად ხალხის ხმით გაერთიანებას აკეთებს. თუ ხალხი არ არის გაერთიანებებში გადაწყვეტილების მიმღები, ის გაერთიანებები ხდება ხელოვნური“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

TOP გიორგი ვაშაძე 2022-11-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხვიჩა კვარაცხელია Lamborghini-ვითაა

შემდეგი სტატია

The Wall Street Journal: საუდის არაბეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი მალე მას და ერაყს თავს დაესხმება

მსგავსი სტატიები

„წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო“

11 ოქტ 2017

„ეს არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე“

21 დეკ 2017
ანა ფოტიგა: მე თქვენც მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვა

ანა ფოტიგა: მე თქვენც მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვა

ნინო ჩხეიძე 09 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge