პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოფსაიდში – თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარლამენტში ერთი მანდატიც არ გააჩნია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, პარლამენტის დატოვებით მუქარა და პარლამენტიდან გასვლაზე საუბარი ცინიკური და ღიმილის მომგვრელია.
“ეს ცნობილი ისტორიიდან დაახლოებით ამას ჰგავს: მჟავე იყო და კბილს მომჭრიდაო… პარლამენტში მყოფ კოლეგებს დაახლოებით იმას ეუბნებიან, რომ პარლამენტში ჩვენ ვერ შევედით და თქვენც გამოდითო. ევროპელი კოლეგების მოწოდება იყო, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. დანარჩენი შეფასდა როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები