NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პრო ბონო პროექტი – „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად

პრო ბონო პროექტი – „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად

31 ოქტ 2022 ბიზნესი 282 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების
კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების
თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის
გაძლიერებას გულისხმობს.
„სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ წევრი ორგანიზაციებისთვის ცოდნის
გაზიარებაზე ამჯერად „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნა. პროექტის ფარგლებში,
სოციალურ მეწარმეებს კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ჩაუტარდათ
ექსპრესკურსები სოციალურ მედიამენეჯმენტსა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანია მეწარმეების ცოდნისა და
უნარების გაუმჯობესება შემდგომში თავიანთი საქმიანობის ეფექტურად
სამართავად.
„სოციალურ საწარმოთა ალიანსი“, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ
საწარმოებს აერთიანებს, 2016 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად ცდილობს
ქვეყანაში სფეროს განვითარებას. როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ პროცესში
ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების მხარდაჭერა.
სალომე კუსიანი, ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი
დირექტორი: „სოციალური მეწარმეები ძირითადად არასამთავრობო სექტორში
„დაბადებული“ მეწარმეები არიან, შესაბამისად, ბიზნესმიმართულებებით
სხვადასხვა უნარების გაძლიერება და დახვეწა მნიშვნელოვანია. პრო ბონო
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ
კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თითოეული მიმართულებით სფეროს
პროფესიონალებს აერთიანებენ.
ასე დავმეგობრდით „თეგეტა ჰოლდინგთან“ და განვახორციელეთ პირველი
გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა.
ექსპრესკურსების თემები წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, სოციალური
მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მსგავსი პროექტები
ხელს უწყობს სოციალური საწარმოების გაძლიერებას, განვითარებასა და
მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას. ეს, თავის მხრივ, გარემოსა თუ
საზოგადოებაზე უფრო მეტ დადებით სოციალურ გავლენას ნიშნავს. ვფიქრობ,
როგორც ჩვენთვის, ისე „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საინტერესო გამოცდილება

იყო ამ პროექტზე მუშაობა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა
მომავალშიც გაგრძელდება“.

პროექტის პირველი ეტაპი 2022 წლის ზაფხულში შედგა, რომლის ფარგლებშიც
სოციალური მედიამენეჯმენტის ექსპრესკურსი ჩატარდა. მეორე ეტაპი, რომელიც
საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს მოიცავდა, შემოდგომაზე
განხორციელდა.
ნინო გელაშვილი, სოციალური საწარმო „დადარის“ გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენს
სოციალურ საწარმოში, რომელშიც შრომითი ინტეგრაციის სივრცეა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ვქმნით ხის
სათამაშოებსა და ნაკეთობებს, რაც ბავშვებს წარმოსახვისა და შემოქმედებითი
უნარების განვითარებაში ეხმარება. კურსები კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის
ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. ლექტორების მიერ გაზიარებულმა
გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, სწორად და ეფექტურად წარმოგვეჩინა ჩვენი
ორგანიზაცია. „დადარის“ გვერდი სოციალურ ქსელში უკვე განვაახლეთ და
ვცდილობთ, ყოველი ახალი კომუნიკაცია სწორი არხითა და ფორმით
წარვმართოთ“.

პრო ბონო პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხორბალაძემ

30-მდე სოციალურ მეწარმეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს კურსი ჩაუტარა, რომელიც 1,5 თვის განმავლობაში

მიმდინარეობდა და ყოველკვირეულმა შეხვედრებმა ჯამში 12 სამუშაო საათი მოიცვა.

სოციალური მედიის მოკლე კურსს, რეკლამირების მიმართულებით თეგეტას ციფრული რეკლამირების დეპარტამენტის

ხელმძღვანელი თემო კვინიკაძე და ციფრული რეკლამირების მენეჯერი ქეთევან ასლანიშვილი უძღვებოდნენ.

ასევე სოციალური მედიის მიმართულებით 4 შეხვედრა „თეგეტა ჰოლდინგის“  სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელმა,

მაია გულისაშვილმა ჩაატარა. სესიები 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ მეწარმეებს თეგეტას თანამშრომლები

30 სამუშაო საათის განმავლობაში უზიარებდნენ გამოცდილებას.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების
ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ „სოციალურ საწარმოთა ალიანსთან“
თანამშრომლობით მოგვეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე
გავაკეთოთ. ჩვენი გუნდის წევრები სიამოვნებით ჩაერთნენ პრო ბონო პროექტში
და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს
გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა
ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო
ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“ .

პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ
საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე
სოციალურმა მეწარმემ გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.

—
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა
და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ
სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე
კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი
ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო
ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად
წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და
სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი
ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა
მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი

იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით,
დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

TOP თეგეტა ჰოლდინგი 2022-10-31
თამუნა
Tags TOP თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინი ქარსელაძე: ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ …

შემდეგი სტატია

ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელი სახე – ჯინას იტალიური ლეგენდა

მსგავსი სტატიები

Banking Tech Awards 2022-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად  საქართველოს ბანკის SuperApp-ი დასახელდა

Banking Tech Awards 2022-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი დასახელდა

თამუნა 07 დეკ 2022
თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

ნინო ჩხეიძე 31 იან 2023
ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა

ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა

25 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge