უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ახალი ტალღის შედეგები და „მარცვლეულის შეთანხმება“ განიხილეს.
„მოლაპარაკებები გავმართე გაეროს გენერალურ მდივანთან. მან დაადასტურა ერთგულება „მარცვლეულის შეთანხმების“ მიმართ. ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტად. მან ვაცნობე რუსეთის სარაკეტო ტერორისა და ბირთვული შანტაჟის ახალი ტალღის შედეგების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები