NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»იტალიური მედია კვარაცხელიაზე: უმაღლესი დონის მოთამაშეა, კიდევ ერთი სუპერ მატჩი ჩაატარა

იტალიური მედია კვარაცხელიაზე: უმაღლესი დონის მოთამაშეა, კიდევ ერთი სუპერ მატჩი ჩაატარა

30 ოქტ 2022 სპორტი 236 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ჩინებული მატჩი იტალიურმა მედიამ რასაკვირველია მაღალ დონეზე შეაფასა.

⚽ Corriere Dello Sport, 8 ქულა: „ნაპოლის“ პირველი ორი გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეიქმნა, ერთნაირი თანმიმდევრობით: პირველი დი ლორენცოს პასით, კვარაცხელიას გადაცემით და ოსიმენის აკრობატული დარტყმით, მეორე კაპიტნის პასით, ქართველის კარგი მოქმედებით და ნიგერიელის მიერ ბადის დალაშქვრით

⚽ Sport.virgilio, 8 ქულა: სპალეტი კარგა ხანია სთხოვს მას ნაკლებად ეგოისტურ თამაშს: მისია შესრულებულია, ორი საგოლე პასი და შემდეგ უკვე გოლიც. კიდევ ერთი სუპერ მატჩი, მან დაიმსახურა სტადიონის ოვაციები, როცა მოედანზე ადგილი რასპადორის დაუთმო

⚽ Calciomercato.it, 9 ქულა: ოსიმენის პირველ გოლზე ბურთს საოცრად ეხება. 2:0-ის ეპიზოდში ახალი გვერდი დაწერა საფეხბურთო სახელმძღვანელოში, თუ როგორ უნდა იმოძრაოს გარემარბმა – შეტევა მარცხნიდან დაიწყო და მარჯვნიდან დაასრულა. მეორე ტაიმშიც აქტიური იყო

⚽ Calcionapoli1926, 8 ქულა: კლასი და ელეგანტურობა: გოლის მომენტში ბურთი საოცრად გააჩერა. გარდა ამისა, ორი საგოლე პასი გააკეთა

⚽ Tuttonapoli, 8 ქულა: კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ უბრალოდ უმაღლესი დონის მოთამაშეა. ორი საგოლე პასი 20 წუთში, პირველი შესაძლოა ცოტა შემთხვევითი, მაგრამ მეორე აბსოლუტურად გასაოცარი, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს სივრცის გახსნამდე, რათა ოსიმენი კართან ახლოს მიეყვანა. შემდეგ გაიტანა გოლი და რა გოლი: ჰაერში დაიმორჩილა ბურთი ისე, რომ კარგად გაისწორა და მეკარეს აჯობა

⚽ Eurosport, 7.5 ქულა: ორი პასი ოსიმენს და გოლი. მეტი რა შეგიძლიათ მოსთხოვოთ?

⚽ Sportmediaset, 7.5 ქულა: დამანგრეველია კონტრშეტევებზე და ვიწრო სივრცეებში თამაშშიც. ყოველთვის, როცა ის ბურთს ეხება, რაღაც სახიფათო ხდება

⚽ Tuttomercatoweb, 8 ქულა: იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ის, უბრალოდ შეხედეთ გულშემატკივრების რეაქციას, როდესაც მცირე ფიზიკური პრობლემის შემდეგ მოედანზე ბრუნდება – სტადიონი უფრო მეტად ხარობდა, ვიდრე გოლის შემდეგ

⚽ Calciomercato 8, ქულა: ორი პასი და გოლი, „ნაპოლის“ ყველა გოლში ის ყოველთვის მონაწილეობს. ოსიმენთან ურთიერთგაგება მშვენიერია. მეორე ტაიმში მთელი „სტადიო მარადონა“ სუნთქვაშეკრული იყო, როდესაც ტრავმის გამო მოედანი დატოვა, მაგრამ ფეხზე წამოდგა და 50 000 გულშემატკივარი გაახარა

ცნობისთვის, კვარაცხელიამ „სასუოლოს“ წინააღმდეგ გოლი და 2 ასისტი მიითვალა, „ნაპოლიმ“ კი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.

კომენტარები

TOP ხვიჩა კვარაცხელია 2022-10-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ხვიჩა კვარაცხელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება

შემდეგი სტატია

დმიტრი პესკოვი: პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის გამართვა ჯერჯერობით არ იგეგმება

მსგავსი სტატიები

აშშ-ს ღია პირველობაზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

25 აგვ 2017

ბასილაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

31 ოქტ 2017
მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სენსაცია – იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სენსაცია – იაპონიამ გერმანია დაამარცხა

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge