ცეკვა თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ეს კომუნიკაციის დამყარების განსხვავებული, არტისტული გზაა, რომელიც გვეხმარება, ჩვენი შინაგანი სამყარო სხვა ადამიანებს დავანახოთ. თითოეულ მოძრაობას თავისი სათქმელი აქვს. იგი ადამიანის ემოციებს, ისტორიას, გრძნობებს, დისციპლინას და ჰარმონიულობას, მის ხასიათს გადმოსცემს.
ასევე კარგი კარდიო სავარჯიშოა, რაც იდეალურია წონის დასაკლებად. ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავს ამ სავარჯიშოს. საცეკვაო მოძრაობები სხეულს უფრო მოქნილს და მოხდენილს ხდის.
თუ სპორტდარბაზში სიარული თქვენთვის არაკომფორტულია, მაშინ შეგიძლიათ ლათინო-ამერიკული ცეკვების კურსზე ან აერობიკაზე ჩაეწეროთ, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს და წვავს ორგანიზმში კალორიების რაოდენობას.
გარდა ამისა, ცეკვა აძლიერებს ძვლოვან და კუნთოვან სისტემას და აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს. ფიზიკური დატვირთვა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანმრთელობას, განწყობის ამაღლებას. გეხმარებათ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში. კარგია კოორდინირებისა და კონცენტრაციისთვის.
თუ ნაკლებად აქტიურ ცხოვრების წესს მისდევთ, ცეკვა აუცილებლად დაგეხმარებათ სოციალიზაციის პროცესში. საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. იგი ასევე დადებითად მოქმედებს გონების მუშაობაზე.
წყარო/ფოტო: Prudential
კომენტარები