NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»The Washington Post: რუსული „ეფესბე“ მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დამხობისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს

The Washington Post: რუსული „ეფესბე“ მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დამხობისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს

28 ოქტ 2022 მსოფლიო 223 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსული „ეფესბე“ მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დამხობისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავს, – ამის შესახებ The Washington Post-ი უკრაინის დაზვერვისა და მოლდოვის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების მიერ მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით, „ეფესბემ“ პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსების ქსელის დასაფინანსებლად ათობით მილიონი დოლარი გამოყო. მოსკოვის მიზანი ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლაა.

კრემლის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პოლიტიკოსია ილან შორი, ცნობილი მოლდოველი ბიზნესმენი, ბანკის, მაღაზიების ქსელის, კიშინიოვის აეროპორტის და სხვა აქტივების მფლობელი. 2015 წელს ის გახდა მოლდოვის ქალაქ ორჰეის მერი, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში. 2019 წელს ის ისრაელში გაემგზავრა, საიდანაც განაგრძო თავისი პარტიის ხელმძღვანელობა, რომელმაც 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში მე-3 ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად შორმა უარყო, რომ მას ოდესმე მიუღია მხარდაჭერა მოსკოვისგან, მათ შორის სპეცსამსახურების მხრიდან, და აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არის „აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია, რომელიც იცავს მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეების პოზიციას“, გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ პარტიის ფუნქციონირებას რუსები მეთვალყურეობენ.

უკრაინული დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კრემლის დაქირავებული პოლიტტექნოლოგები რუსეთიდან 2021 წლის მარტში ჩავიდნენ კიშინიოვში, რათა ფარულად ემუშავათ შორის პარტიასთან. „ეფესებს“ გეგმების მიხედვით, შორის პარტია უნდა ყოფილიყო პოზიციონირებული, როგორც პარტია, რომელიც „ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის“.

გასულ თვეში კიშინიოვში ათასობით ადამიანმა პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს გადადგომა მოითხოვა. აქციის უკან შორის პოლიტიკური ძალა იდგა. მოლდოვის სამართალდამცველებმა 24 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესმენის პარტიის წევრებიც. მაშინ პარტიამ განაცხადა, რომ დაკავებები იყო ხელისუფლების „ზეწოლა“, რათა ანტისამთავრობო პროტესტი ჩაშლილიყო.

26 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ილან შორს სანქციები დაუწესა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორი კოორდინაციას უწევდა სხვა ოლიგარქების წარმომადგენლებს მოლდოვაში პოლიტიკური არეულობის შესაქმნელად და მას ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში შორი თანამშრომლობდა მოსკოვში დაფუძნებულ სტრუქტურებთან, რათა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით განაცხადი არ შეეტანა. თავად შორმა სანქციების დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტ სანდუს „ნამდვილად შეეშინდა საპროტესტო აქციების და ესმის, რომ მისი დღეები დათვლილია“.

WP-ის ცნობით, მოლდოველი და აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კრემლის მცდელობები მოლდოვაში ხელისუფლების დამხობისკენ გაძლიერდება, თუ რუსეთი უკრაინაში ახალ ზარალს განიცდის. რუსეთი მოლდოვის მთავრობის დასამხობად, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ კრიზისს გამოიყენებს.

„გაზპრომმა“ ამ თვეში მოლდოვას გაზის მიწოდება 30%-ით შეუმცირა და ნოემბერში შემდგომი შემცირებით იმუქრება. გარდა ამისა, წელს მოლდოვაში გაზის ფასი 5-ჯერ გაიზარდა.

ასევე სერიოზული რისკები არსებობს ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემისთვის. უკრაინა მოლდოვას ელექტროენერგიის 30%-ს აწვდიდა, მაგრამ უკრაინული ელექტროსადგურების დაბომბვის გამო, მოლდოვას პრობლემები შეექმნა.

კომენტარები

TOP რუსეთი 2022-10-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია: საარჩევნოდ გაერთიანება არ გამოვა

შემდეგი სტატია

გოგა ხაინდრავა: დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები

მსგავსი სტატიები

მსოფლიო ბანკისგან უკრაინა 1,5 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

მსოფლიო ბანკისგან უკრაინა 1,5 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

ნინო ჩხეიძე 07 მაი 2022
ოლექსი დანილოვი: გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან

ოლექსი დანილოვი: გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან

ნინო ჩხეიძე 07 დეკ 2022
ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა

05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge