NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან გოცირიძე: მატარებელი დაიძრა – ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი

რომან გოცირიძე: მატარებელი დაიძრა – ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი

27 ოქტ 2022 პოლიტიკა 318 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მატარებელი დაიძრა – ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ივანიშვილი დროულად უნდა ჩამოსცილდეს არაფორმალურ მართვას და დეოლიგარქიზაციის კანონი ამ მხრივ, მისთვის კარგი საშუალებაა.

“ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად ამ სიაში მოჰყვა, რაც არის დამღა და მასთან ურთიერთობას არც ერთი წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს, არც ერთ ქვეყანაში არ შეუშვებენ, რომელიც ცივილიზებული დასავლური სამყაროს ნაწილია. დაიძრა ეს მატარებელი, ივანიშვილის სანათესაო რომ უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამიტომ დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას.

ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება ამ სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.

კომენტარები

TOP რომან გოცირიძე 2022-10-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომან გოცირიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ: თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ …

შემდეგი სტატია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი: გვჭირდება ფული, იარაღი და არა გეგმები

მსგავსი სტატიები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ

ირაკლი შალიკაშვილი 03 ოქტ 2019

„ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში“

სოსო ელისაშვილი 04 ოქტ 2018
თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია

თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge