NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»როგორ ვუშველოთ მოწყენილობას

როგორ ვუშველოთ მოწყენილობას

27 ოქტ 2022 საზოგადოება 341 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახლში ხართ, სავარძელში მოკალათებული და ახალ ან ძველ საყვარელ ფილმს უყურებთ. უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს მოცემულობა თავს კარგად არ გაგრძნობინებთ და ისურვებდით, რამე განსხვავებული სცადოთ. თავს მოწყენილად გრძნობთ, თუმცა არ იცით რა გააკეთოთ. ასეთ დროს კარგი იქნება სოციალურ მედიას თავი აარიდოთ და ინფორმაციის დაუსრულებლად “სქროლვის” გარდა სხვა აქტივობით შეიცქიოთ თავი.

მოწყენილობის დროს წერა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. არ არის აუცილებელი რომანი, ლექსი ან ნოველა დაწეროთ, უბრალოდ სცადეთ საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელები და ფურცელზე გადმოიტანოთ ის, რასაც რეალურად გრძნობთ ან ფიქრობთ. ეს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

იქნებ დოკუმენტალისტიკა გაინტერესებთ? ცხოველთა სამყარო, ისტორიული მოვლენები, ხელოვნების ნიმუშები ან სხვა ნებისმიერი რამ, რაზეც შეგიძლიათ საინტერესო და საგანმანათლებლო დოკუმენტური მასალები იპოვოთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტერესის სფერო, სცადეთ დაიწყოთ იმის კეთება, რაც საგანმანათლებლოც იქნება და მიმზიდველიც.

დაიწყეთ ახალი ენის შესწავლა. ყოველ დღე რამდენიმე უცხო სიტყვის ათვისებაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და გონების მუშაობას. თუ არ გსურთ დაიტვირთოთ, მაშინ უბრალოდ ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ დისნეის სიმღერების მოსმენა პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და ბავშვობის მხიარულ მოგონებებშიც დაგაბრუნებთ.

თუ წიგნის წაკითხვა არ გსურთ, მაშინ მოუსმინეთ აუდიო წიგნებს. მოსინჯეთ თქვენი თავი ახალ სიტუაციებში. სცადეთ მოამზადოთ საყვარელი კერძი, დახატოთ, არ აქვს მნიშვნელობა გამოგდით თუ არა. უბრალოდ დახატეთ თქვენი ემოციები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

დაფიქრდით თქვენს მიზნებზე და დაისახეთ გეგმა. ასე მიხვდებით რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდებათ. უყურეთ მედიტაციურ ვიდეოებს ან ივარჯიშეთ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ მუსიკის ან ცეკვის წრეზე. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც განწყობის, ისე ჯანმრთელობისთვის.

წყარო: Good House Keeping

ფოტო: Unsplash

კომენტარები

მოწყენილობა 2022-10-27
ანო
Tags მოწყენილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მძიმე ბავშვობა, კონფლიქტი რეჟისორთან, სამი ოქროს გლობუსი – ჯულია რობერტსის თავგადასავლები

შემდეგი სტატია

ჯონ კირბი: რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს უპასუხებს

მსგავსი სტატიები

„იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

„იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ნინო ჩხეიძე 07 აგვ 2023
„ერთი წუთით არ უშვებს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია“

„ერთი წუთით არ უშვებს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია“

სოსო ელისაშვილი 13 თებ 2018
კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge