როდესაც ბავშვობაში ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე გვიყვებოდნენ, მართლები იყვნენ. ამ საკვების მიღება ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჯანსაღი ჩვევაა.
ბოსტნეული კარგია გულის ჯანმრთელობისთვის და არეგულირებს სისხლის წნევას. იგი აგრეთვე აუმჯობესებს მხედველობას. თუ ტელეფონთან, კომპიუტერთან ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან დიდხანს გიწევთ ყოფნა, მაშინ აუცილებლად მიირთვით ბოსტნეული, რადგან იგი იცავს თვალს დაზიანებისგან, განსაკუთრებით მარცვლეული, ბულგარული წიწაკა, ისპანახი და ბროკოლი.
კანის მოვლის რუტინაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება. ბოსტნეული ხელს უწყობს კანის ჰიდრატაციას და ანიჭებს მას ბზინვარებას. პომიდორი, მაგალითად, მდიდარია C ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა კანისთვის, აგრეთვე კიტრიც. ავოკადო კანს ელასტიურს ხდის.
ბოსნტეული შეიცავს დაბალი რაოდენობით კალორიებს და მდიდარია ნუტრინებით, რაც შაქრის დონის დარეგულირებას უწყობს ხელს. ცნობილია, რომ გონების სწორი ფუნქციონირებისა და უკეთ მუშაობისთვის დიდ როლს ასრულებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას და გავსებთ ენერგიით.
წყარო/ფოტო: Eating Well
კომენტარები