NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე: ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე: ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

27 ოქტ 2022 პოლიტიკა 451 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ.

რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტისგან საერთო ჰონორარები მიიღონ“.

“რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, მათ გარშემო ხალხი და საზოგადოება ვერ გაერთიანდება, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, რომ თითქოს ჩვენ ევროპისკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან. მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, არა აქვთ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე” შეხვედრას სთავაზობენ.

როგორც პარტიების საერთო განცხადებაშია ნათქვამი, მათ უნდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აუხსნან, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები ევროკავშირის რეკომენდაციების თითოეულ პუნქტთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამასთან, რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2022-10-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას – ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს

შემდეგი სტატია

სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სარგებლის მიზნით იმუშაოს

მსგავსი სტატიები

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა, ამან პანიკაში ჩააგდო „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა, ამან პანიკაში ჩააგდო „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით

ირაკლი შალიკაშვილი 13 თებ 2020

უთმელიძე: საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება არავის აქვს

10 ოქტ 2017
“მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად”

“მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად”

ნინო ჩხეიძე 02 მარ 2022

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge