აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს სერიოზული შეცდომა იქნება.
„რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჯერ არ შემიძლია ვთქვა, რამდენად სერიოზულია მათი განცხადებები, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მისი გამოყენება იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა“, – განაცხადა ბაიდენმა.
კომენტარები