NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ გურული: სუნაკი ძალიან კონტროვერსიული ფიგურაა. რამდენად ძლიერია მისი ფინანსური ნიჭი და იყო თუ არა ჯონსონის „საბოტაჟი“ გამიზნული, ამას დრო გამოაჩენს

ზურაბ გურული: სუნაკი ძალიან კონტროვერსიული ფიგურაა. რამდენად ძლიერია მისი ფინანსური ნიჭი და იყო თუ არა ჯონსონის „საბოტაჟი“ გამიზნული, ამას დრო გამოაჩენს

25 ოქტ 2022 პოლიტიკა 477 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“„ბორის ჯონსონმა მოგვიტანა ბრექსიტი და დიდი წარმატებით უზრუნველყო კოვიდის ვაქცინის შექმნა. მან უწინამძღვრა ქვეყანას ყველაზე მძიმე გამოწვევების დროს და შემდეგ წინ აღუდგა პუტინს და მის ბარბაროსულ ომს უკრაინაში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მისი მადლიერი“ – დატვიტა რიში სუნაკმა, დიდი ალბათობით ბრიტანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
უცნაურია არა? რამდენი რამ გაუკეთებია თურმე ბორის ჯონსონს როგორც ბრიტანეთისათვის, ასევე მსოფლიოსათვის, მაგრამ …
შეგვიძლია პარალელი გავაკეთოთ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოვიდის ყველაზე ეფექტური ვაქცინების ფანტასტიკურად მცირე დროში შექმნა; ბრწყინვალე გარდაქმნები გააკეთა ამერიკის ეკონომიკაში; უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა; ევროპელი პარტნიორები აიძულა ნატო-ს წევრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ და ფინანსური კონტრიბუციები გაეზარდათ; განსაკუთრებული მხარდაჭერა გაუკეთა ისრაელს და კუთხეში მიაყენა ირანი; ხმამაღლა ალაპარაკდა ჩინეთიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკული მრეწველობის უკან გამოწვევაზე და ლოგიკური დასასრულისაკენ წაიყვანა ავღანეთის უაზრო ოკუპაცია – მაგრამ …
რამდენად გულწრფელი იყო რიში სუნაკი თავის ტვიტში?
რატომ ქირქილებდა და იმანჭებოდა ბორის ჯონსონი პარლამენტის სხდომაზე, როცა სუნაკი მოხსენებას აკეთებდა ბრიტანეთის ფინანსურ სიტუაციაზე და რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურ გავლენაზე?
სუნაკს, მიუხედავად თავისი პირადი უზარმაზარი ფინანსური ლობისა, მოგეხსენებათ იგი ცნობილი ინდოელი მილიარდერის სიძეა, 2020 წლამდე არავინ ცნობდა პოლიტიკურ წრეებში, სანამ ბორის ჯონსონმა არ გამოიყვანა ასპარეზზე და ფინანსთა მინისტრის პორტფელი არ ჩააბარა. სუნაკი ერთხანს ერთგულად ემსახურა ჯონსონის გუნდს. სხვათაშორის, პანდემიის კარანტინის ცნობილი დარღვევისას სუნაკიც იმყოფებოდა იმ ყბადაღებულ წვეულებაზე, ჯონსონთან ერთად.
ჯონსონის ფიასკო სწორედ რიში სუნაკის თანამდებობიდან გადადგომით დაიწყო. მის რეზიგნაციის ოფიციალურ წერილს მოჰყვა ჯონსონის გუნდის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების გადადგომაც და პრაქტიკულად მარტო დარჩენილ ბორისს სხვა გზა აღარ ჰქონდა, თავადაც დატოვა თანამდებობა.
ზუსტად ასეთივე გავლენა მოახდინა პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის გადადგომაზე მეორე ინდოელმა მინისტრმა – სუელა ბრეივერმანმა. მისი გადადგომა აღმოჩნდა ტრასის გუნდის დაშლის კატალიზატორი; თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტრასის ფინანსური პოლიტიკა კატასტროფული გამოდგა, რასაც ჯერ მისი ფინანსთა მინისტრის კვასი კვარტენგის გაწირვა მოჰყვა.
სუნაკს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ბრეივერმანმა და პაკისტანური წარმოშობის პარლამენტარმა, ჯანდაცვის ყოფილმა მდივანმა – საჯიდ ჯავიდმა – ორმა ძალიან გავლენიანმა პარლამენტარმა. ამრიგად, დიდი ალბათობით სუნაკი მოიგებს ბრძოლას პენი მორდაუნტთან. მისი მხარდამჭერების მთავარი არგუმენტია ის, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელ ჩამოშლილ ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც უარესი დარტყმები ელის ზამთარში, მოსალოდნელი ევროპული ენერგეტიკული კრიზისის გამო, „მტკიცე ხელი“ სჭირდება სტაბილიზაციისათვის. ლიზ ტრასისთან კონკურენციისას, სუნაკმა უკვე მოიპოვა პარტიის ლიდერის პოზიცია; თუმცა, „ძირძველი“ კონსერვატორები მას მწარედ აკრიტიკებენ ჯონსონის „ღალატისათვის“.
ტრასის ფინანსურ პოლიტიკას სუნაკმა „ზღაპრების დონის ეკონომიკა“ უწოდა და ამაში პრინციპში არც ტყუოდა. ოქსფორდისა და სტანფორდის კურსდამთავრებული და „გოლდმან-საქსში“ გამოწრთობილი სუნაკი თითქოს ბევრად უფრო კონსერვატიული პოლიტიკური ნიადაგიდან მოდის, ვიდრე ყოფილი ლიბერალი ტრასი, რომელიც ერთ დროს კანაფის ლეგალიზაციისა და მონარქიის გაუქმებისათვის იბრძოდა, მაგრამ … როგორც კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერი – იეინ დანკინ-სმისი სამართლიანად აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის რეკორდული ინფლაცია და ფინანსური კატასტროფა სწორედ სუნაკის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
ასე რომ … სუნაკი ძალიან კონტროვერსიული ფიგურაა. რამდენად ძლიერია მისი ფინანსური ნიჭი და იყო თუ არა ჯონსონის „საბოტაჟი“ გამიზნული, ამას დრო გამოაჩენს. ფაქტია რომ ჯონსონმა ზუსტად გააცნობიერა თავისი შანსები და დროულად თქვა უარი პრემიერობაზე. იგი ალბათ მოთმინებით დაელოდება სუნაკის ფიასკოს, თუკი ასეთი რამ მოხდება. სწორედ ამით განსხვავდება ჯონსონი თავისი ამერიკელი კოლეგისაგან, რომელმაც არ ისურვა მოთმინებით დალოდებოდა თავის განმეორებით შანსებს და ამით ქაოსი შექმნა პარტიაში, რითაც საბოლოოდ ბოლომდე დამარხა საკუთარი დამსახურებები,” –  წერს სოციალურ ქსელში მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.

კომენტარები

TOP ბორის ჯონსონი ზურაბ გურული რიში სუნაკი 2022-10-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბორის ჯონსონი ზურაბ გურული რიში სუნაკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Woods Hole Coastal And Marine Science Heart Employment Opportunities

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: გავიაროთ ეს ზამთარი, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში

მსგავსი სტატიები

„სიცრუის ტელევიზია ცდილობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
ნატო ჩხეიძე: „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარდგენილი გრაფიკების დასტურისთვის ხელისუფლება ტელევიზიასა და ქრთამს ითხოვს

ნატო ჩხეიძე: „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარდგენილი გრაფიკების დასტურისთვის ხელისუფლება ტელევიზიასა და ქრთამს ითხოვს

10 სექ 2018
კალაძის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა – ეს კორუფციაა

კალაძის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა – ეს კორუფციაა

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge