NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა მანჯგალაძე: იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი „კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით

პაატა მანჯგალაძე: იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი „კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით

24 ოქტ 2022 პოლიტიკა 212 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრძელებს ევროპული გზის საბოტაჟს და შეთქმულებას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – იუსტიციის საბჭოში დესანტის გადმოსხმა „კლანის” მეთაურების სახით, ევროპული რეკომენდაციების დარღვევაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” რუსული არჩევანი გააკეთა და ევროპული კურსის ღიად შეფერხებასაც აღარ ერიდება.

“ნაცვლად ევროპული რეკომენდაციების შესრულებისა, ისინი გადავიდნენ შეტევაზე და არ ერიდებიან ღიად ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ამის დასტურია ის, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება, როცა რეკომენდაცია იყო სასამართლოში რეფორმის ჩატარება და კეთილსინდისიერი მაღალი რეპუტაციის ადამიანების არჩევა, ამ დროს, იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი “კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს. რუსული არჩევანია, როცა ქვეყანაში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა, როცა სასამართლოს მართავს კლანი და იყენებენ მას პოლიტიკური დევნისთვის, ამის მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე, ასევე რუსული არჩევანია ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქვეყანაში მეფობს “ქართული ოცნების” დამსახურებით,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, რუსული არჩევანის მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაც, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში მოხსენიებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა. მანჯგალაძის თქმით, მიუღებელია, როცა ევროპელებს ეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას ევროსაბჭოს რეზოლუციები და გადაწყვეტილებები აფერხებს.

“ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები, ისეთ აღვირახსნილ მდგომარეობაშია “ქართული ოცნება”, ევროპელებს ასწავლიან, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო. პაპუაშვილი ლექციებს უტარებს ევროკავშირს, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომ თურმე საქართველოში საუკეთესოდ არის დაცული ადამიანის უფლებები მაშინ, როცა კლანს აბრუნებენ იუსტიციის საბჭოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო საერთოდ არ გვაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

TOP პაატა მანჯგალაძე 2022-10-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვია

შემდეგი სტატია

სოსო თოფურიძე: თქვენი საქმიანობის შედეგს ხომ არ იმკის, საპყრობილეში გამომწყვდეული, პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი სტატიები

მდინარაძე: პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. … დეპუტატები მივლინებებში არიან

მდინარაძე: პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. … დეპუტატები მივლინებებში არიან

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2022
ვითარება დავით გარეჯში – საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ივნისის ბოლოს გაიმართება

ვითარება დავით გარეჯში – საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ივნისის ბოლოს გაიმართება

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2019
„პროვოცირება ხელოვნურად ხდება” – მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

„პროვოცირება ხელოვნურად ხდება” – მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge