NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ხვალ მიადგეს პრემიერ-მინისტრს და ჰკითხოს …

დავით უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ხვალ მიადგეს პრემიერ-მინისტრს და ჰკითხოს …

24 ოქტ 2022 პოლიტიკა 343 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

დავით უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის „მოკვარახჭინებული გზებით“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ყოველ დღე ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის, ავტორიტეტის, თავმოყვარეობის დაკნინება ხდება.

„მგონია ხოლმე, რომ ამაზე უარესი რა შეიძლება ჩაიდინოს ვიღაცამ, მაგრამ არ მთავრდება უარესები. ჩამოვიდა სერიოზული ქვეყნის სერიოზული პრეზიდენტი სერიოზულ საქმეზე სასაუბროდ და ამ განცხადების შემდეგ ის მიდის აქედან, ზის ალბათ თავისთვის თვითმფრინავში, მიფრინავს და ფიქრობს, „სად ჩავედი მე? საბავშვო ბაღში ჩავედი?“.

მე სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, რა ჩაიდინეს დღეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა ერთმაც და მეორემაც. ამისი ტერმინი ქართულ ენაში არ მოიძებნება, რაც ჩაიდინეს. თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა და კიდე შემომჩივლოს ზეგ, რომ „იცით, რა ახლა ესეც არ მითხრეს, იქ არ გამიშვეს…“ რისი ბრალია ეს ყველაფერი? იმის ბრალია საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც ჩაგვიტარეს, ის რომ აკადრეს ქართველ ხალხს და თვითონ დღევანდელმა პრეზიდენტმაც აკადრა, მისმა ამრჩევებმაც, მისმა შემომყვანებმაც, მოკვარახჭინებული გზით რომ შემოიყვანეს, ვითომ „ოცნების“ კანდიდატი არ იყო, მას შემდეგ ხდება ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის, ავტორიტეტის, თავმოყვარეობის დაკნინება ყოველ დღე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის სურვილსაც, რომ მან უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

უსუფაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სანამ პრეზიდენტ ალიევს შეატყობინებს ვიზიტის მზაობის შესახებ, უმჯობესია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესტუმროს და გაარკვიოს, რა ხდება.

„სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, ხვალ მიადგეს პრემიერ-მინისტრს და ჰკითხოს: „ირაკლი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ თუ ბავშვებს ეთამაშები რაღაცას კუკუდამალობანას“, – განაცადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

TOP დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილი 2022-10-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი: ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა. თავშეკავება მართებს პრეზიდენტს

შემდეგი სტატია

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე დასახლებაში რუსულ ძალებს უკან დაახევინეს

მსგავსი სტატიები

მოძალადეს, გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

მოძალადეს, გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

19 აპრ 2018
თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2022
გიორგი გახარია: 2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა …

გიორგი გახარია: 2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა …

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2022

უახლესი ამბები

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge