იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი “ტვიტერში” წერს.
როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
“იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად”, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
კომენტარები