NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მედია: ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მოითხოვს

მედია: ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მოითხოვს

22 ოქტ 2022 მსოფლიო 303 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართა და ავტოკეფალიის სტატუს მინიჭება სთხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც რიგაში, ყველა წმინდანის ტაძარში გაიმართა.

ამ გადაწყვეტილებას სხდომის 161 მონაწილიდან 160-მა მხარი დაუჭირა.

გამოცემა Delfi-ს ცნობით, რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვა იმისთვის არის საჭირო, რომ რუსული ეკლესიიდან ლატვიური ეკლესიის გამოყოფა კანონიკური იყოს და ეს ეკლესიის განხეთქილებად არ ჩაითვალოს.

ამ ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჯერჯერობით ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან სრულად დამოუკიდებელი გახდა. ამის შემდეგ გავრცელდა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება, რომლის მიხედვით სახელმწიფომ მისი სტატუსი განსაზღვრა, ის არის ავტოკეფალია და იურიდიულად არცერთ საეკლესიო ცენტრზე აღარ არის დამოკიდებული, რომელიც ლატვიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

კომენტარები

TOP ლატვია 2022-10-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლატვია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

შემდეგი სტატია

“ჩიორა ჩიტო” – დათო დოიაშვილის შესრულებით (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

მაქსიმ კოზიცკი: რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

მაქსიმ კოზიცკი: რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ნინო ჩხეიძე 16 აპრ 2022

სერგეი ლავროვი ჟურნალისტებს: ახლა კი გაეთრიეთ! (ვიდეო)

19 სექ 2017
ბრიტანული დაზვერვა: რუსული არმია უკრაინის კონტრშეტევებზე საპასუხოდ ცუდად გაწვრთნილი და აღჭურვილია

ბრიტანული დაზვერვა: რუსული არმია უკრაინის კონტრშეტევებზე საპასუხოდ ცუდად გაწვრთნილი და აღჭურვილია

ნინო ჩხეიძე 14 მაი 2023

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge