უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ინიციატივას ინარჩუნებენ.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონისა და თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს.
„დღეს, დღის განმავლობაში, უკრაინის უმეტეს ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები და მტრის თვითმფრინავები კვლავ ჩამოაგდეს. აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები