სად არის რაიმე ნაბიჯი, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით გადაიდგა? – რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ? – აღნიშნული კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
რომან გოცირიძემ “კარტოგრაფების საქმე“ გაიხსენა და განაცხადა, რომ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მის უწყების ორი უდანაშაულო თანამშრომელი დააპატიმრეს.
“თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდით. რატომ არ გქონდათ მასთან დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი? ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორი უდანაშაულო მეცნიერი დააპატიმრეს, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. რა ნაბიჯი გადაიდგა დავით გარეჯთან დაკავშირებით? გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?! სად არის რაიმე ნაბიჯი?! ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა, დგას სასაზღვრო ჯარი, მაშინ როდესაც მანამდე გარეჯში მისვლა ყველას შეეძლო – როგორც სასულიერო პირებს, ასევე ტურისტებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომენტარები