NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე: ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს გამორიცხულია – ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს

ირაკლი კობახიძე: ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს გამორიცხულია – ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს

20 ოქტ 2022 პოლიტიკა 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

კობახიძის განცხადებით, ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა.

“უკრაინის უშიშროების საბჭო, კონკრეტულად მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ. გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება ქვეყანას აშანტაჟებს სანქციებით. სანქციებში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ იცით ამას რა რიტორიკაც უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი, რომ ქვეყანა შანტაჟით ჩაითრიონ ომში და აქ გახსნან მეორე ფრონტი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.

უშიშროების საბჭოს ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს და რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანება. ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი. მათ სჭირდებათ ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ მეორე ფრონტში, ამისათვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სწორედ, ამ ლოგიკით მოხვდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა, ასეთ საკითხებზე იმსჯელოს, ხოლო პირადად კობახიძის პოზიციაა, რომ დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან.

„ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება მე არ ვიცი. აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. მე არ ვიჩქარებდი. მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, მეორეს, მხრივ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი, აქედან გამომდინარე მე ემოციებს არ ავყვებოდი და შევინარჩუნებდი ცალმხრივ მეგობრობას, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი პოზიცია. თუმცა, დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის სწორედ, დიპლომატიური უწყების, მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს – ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე 2022-10-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: …უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ

შემდეგი სტატია

ბრიტანული მედია: ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას აპირებს

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: მტკიცედ ვგმობთ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას

შალვა პაპუაშვილი: მტკიცედ ვგმობთ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას

ნინო ჩხეიძე 30 სექ 2022
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა

ნინო ჩხეიძე 19 აპრ 2023
“რამდენიც საჭიროა იმდენი ხანი ვიმუშავებთ, ამ პროცესზე ექსკლუზივი არავის აქვს”

“რამდენიც საჭიროა იმდენი ხანი ვიმუშავებთ, ამ პროცესზე ექსკლუზივი არავის აქვს”

25 იან 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge