NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბადრი ჯაფარიძე: გარიგება, დოკუმენტაციის გაყალბება არ შეიძლება მხოლოდ შადრევნის შემთხვევაში ყოფილიყო – თუ სისტემური დანაშაული ხდება, მაშინ მასზე პასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს

ბადრი ჯაფარიძე: გარიგება, დოკუმენტაციის გაყალბება არ შეიძლება მხოლოდ შადრევნის შემთხვევაში ყოფილიყო – თუ სისტემური დანაშაული ხდება, მაშინ მასზე პასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს

19 ოქტ 2022 პოლიტიკა 423 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი სისტემაში ხდება სისტემური დანაშაული, რომელიც შედეგად იწვევს ისეთ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვაკის პარკში, მაშინ სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ განვითარებული პროცესები შეაფასა.

ამასთან, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მაშინ, როდესაც დანაშაულის უშუალო მონაწილეებს აკავებენ, სისტემის ხელმძღვანელმა საკუთარ თავზე სწორედ ტრაგედიის პოლიტიკური ტვირთი უნდა იკისროს.

„პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ გუშინდელი განცხადებიდან, რომელიც შსს-ის წარმომადგენელმა გააკეთა, ირკვევა ძალიან შემაშფოთებელი ამბავი, რომ თურმე სხვადასხვა კომპანიისა და ასევე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ერთმანეთში შედიოდნენ გარიგებაში – ხდებოდა დოკუმენტაციის გაყალბება, არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს სათანადოდ ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლები, შემდგომ ამაზე თვალს ხუჭავდა მერიის სამსახურის წარმომადგენელი და ეს, როგორც ჩანს, პირველად არ მოხდა. არ შეიძლება მხოლოდ შადრევნის შემთხვევაში ყოფილიყო ასეთი ტიპის სისტემური დანაშაული, როდესაც გარიგება ხდება სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შორის და ასევე, ამაში ჩართულია მერიის სამსახურის წარმომადგენელი. აქ მთელი ჯაჭვია დანაშაულებრივი მოქმედებებისა და ამან გამოიწვია ტრაგიკული შემთხვევა, უბედურება. საკითხი მეორე კუთხითაც უნდა დავაყენოთ, თუკი სისტემა არ მუშაობს, თუკი სისტემაში შესაძლებელია ასეთი გაყალბება, ასეთი ტიპის დანაშაულებრივი მოქმედებები, მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი სისტემის მუშაობაზე ? სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელია, პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელიც არის სისტემის ხელმძღვანელი, სულ ერთია ეს ვინ იქნება- ქალაქის მერი თუ სისტემის ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელი. თუკი მის სისტემაში ხდება სისტემური დანაშაული, რომელიც შედეგად იწვევს ისეთ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვაკის პარკში, მაშინ სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე. სისტემის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა ამ სისტემის უსაფრთხოდ მუშაობა. მისი პასუხისმგებლობაა, რომ ამ სისტემის მუშაობის შედეგად ადამიანებს საფრთხე კი არ შეექმნათ, ადამიანები იყვნენ დაცულები. ჩვენ უნდა გავყოთ ორი რამ- არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრებათ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები დოკუმენტაციის გაყალბებაში თუ მათი სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებაში, მაგრამ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანის და იმ ადამიანების, რომლებიც ამ სისტემას მართავდნენ, სადაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს სჩადიოდნენ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, როდესაც შეიქმნება პრეცედენტი, რომ ხელმძღვანელი გადადგება მისი სისტემის გაუმართავად მუშაობის გამო, მაშინ შემდგომი ხელმძღვანელი ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი რამ მის სისტემაში აღარასდროს აღარ განმეორდეს.

კომენტარები

TOP ბადრი ჯაფარიძე 2022-10-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბადრი ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ნადირაძე: კახა კალაძე გუშინდელი სამარცხვინო დღის შემდეგ …

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: დევი მეზურნიშვილსა და ლაზარე ლობჟანიძესთან შეხვედრებს კამპანიური აჟიოტაჟი მოჰყვა – მეგობრებო, მათთან შეხვედრა ჩემი ვალდებულებაა

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: საქართველო დგას ვალებზე და ამ ვალებს ქვეყანა იღებს ამერიკისგან და ევროპისგან

გიორგი ვაშაძე: საქართველო დგას ვალებზე და ამ ვალებს ქვეყანა იღებს ამერიკისგან და ევროპისგან

ნინო ჩხეიძე 26 ივლ 2022
შეწყალების კომისიის  თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანი იქნება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანი იქნება

05 იან 2019
მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას

მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge