NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: 400-მდე რეზოლუცია არსებობს, რომელსაც საქართველო უერთდება რუსეთთან დაკავშირებით – ვიღაცის პოლიტიკური სპეკულაციები და შიდა თამაშები, ჩვენს მიერ განსახილველიც კი არ არის

ვოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: 400-მდე რეზოლუცია არსებობს, რომელსაც საქართველო უერთდება რუსეთთან დაკავშირებით – ვიღაცის პოლიტიკური სპეკულაციები და შიდა თამაშები, ჩვენს მიერ განსახილველიც კი არ არის

18 ოქტ 2022 პოლიტიკა 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

400-მდე რეზოლუცია არსებობს, რომელსაც საქართველო უერთდება რუსეთთან დაკავშირებით, აქ ვიღაცის პოლიტიკური სპეკულაციები და შიდა თამაშები, ჩვენს მიერ განსახილველიც არ არის, რადგან ეს არ ემსახურება მთავარ მიზანს, რომ სამართლიანი დამოკიდებულება აღსრულდეს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუკი ევროსაბჭოს რეზოლუციის სულისკვეთებას, “ქართული ოცნება” იზიარებს, ხომ არ დაარეგისტრირებენ ასეთი შინაარსის რეზოლუციას საქართველოს პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველო არამხოლოდ მხარს უჭერდა რეზოლუციას, არამედ მისი თანასპონსორიც იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას სააკაშვილის საკითხი დაემატა, დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერდნენ, რადგან პროცედურა არ ითვალისწინებდა მხარდაჭერას გამონაკლისებით და დათქმებით.

“პროცედურა არ ითვალისწინებს რეზოლუციაზე კენჭისყრას გარკვეული დათქმებით, გამოკლებებით და დამატებებით. იგივე იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებულ რეზოლუციაზეც. შესაძლებლობა იმისა, რომ ეს რეზოლუცია ქართული დელეგაციის მონაწილეობით არ მიეღოთ და არ დაებრალებინათ საქართველოსთვის ომის დაწყება, მოითხოვდა იმას, რომ დელეგაციას ხელი არ მოეწერა ამ საკმაოდ საეჭვო რეზოლუციისთვის და დამთავრდა, აქ არ არსებობს სხვა დათქმები. პროექტის თანაავტორები ქართული დელეგაციის და უმრავლესობის წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 55-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთს დაამატეს სააკაშვილის თემა. როცა შემოგვთავაზეს სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ. არ ვიცი, დეტალებს დღეს განმარტავენ, მაგრამ იყო საუბარი ყარა-მურზასთან დაკავშირებით, რომელიც დაჭერილი იყო იმის გამო, რომ პუტინს დაუპირისპირდა და ამასთან მიაბეს სააკაშვილის თემა, თითქოს მებრძოლია პუტინთან, ამის გამოა დაჭერილი და პოლიტიკური ნიშნები აქვს მის გასამართლებას. ამაზე ხელის მოწერა, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამის გარეშე, ყველამ იცის, რომ საქართველო რეზოლუციას არათუ მხარს უჭერს, თანასპონსორიც იყო მისი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუკი რეზოლუციის სულისკვეთებას, რომ პუტინის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია, „ქართული ოცნება“ იზიარებს, ხომ არ დაარეგისტრირებენ ასეთი შინაარსის რეზოლუციას საქართველოს პარლამენტში, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია თანაავტორია რეზოლუციის, რომელიც “სწორედ ამ ნიშნების” გამო გადასცემს რუსეთის საქმეს ჰააგის ტრიბუნალს და “ვიღაცის პოლიტიკური შიდა თამაშები განსახილველი არ არის”.

“რეზოლუცია არის საკმაოდ მტკიცე პოზიციის გამომხატავი, მაგრამ გაცილებით უფრო მწვავე და მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის არათუ მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს დელეგაციას, არამედ თანაავტორია, რომელიც სწორედ ამ ნიშნების გამო ჰააგის ტრიბუნალში გადასცემს რუსეთის საქმეს. აქედან გამომდინარე, ორი აზრი არ არის, რომ საქართველო ამ რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. 400- მდე განცხადება და რეზოლუცია არსებობს სხვადასხვა სიმწვავის, რომელსაც საქართველო უერთდება რუსეთთან დაკავშირებით, აქ ახლა ვიღაცის პოლიტიკური სპეკულაციები და ვიღაცის პოლიტიკური შიდა თამაშები, რასაკვირველია, ჩვენს მიერ განსახილველიც არ არის, რადგან ეს არ ემსახურება მთავარ მიზანს, რომ სამართლიანი დამოკიდებულება არათუ ჩამოყალიბდეს, არამედ აღსრულდეს რუსეთის მიმართ, აქ დამთავრებულია, წერტილია დასმული. საქართველოს პოზიცია ყველამ იცის და ის გამოხატულია თუნდაც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც რუსეთს ევროპის საბჭოს და ევროპის სტრუქტურებში საქმიანობას უკრძალავს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ შიდა სპეკულატიურ განცხადებებს უნდა ავყვეთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

TOP გია ვოლსკი ევროსაბჭო ქართული ოცნება 2022-10-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ვოლსკი ევროსაბჭო ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: 2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა

შემდეგი სტატია

გია ვოლსკი: 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა

მსგავსი სტატიები

რომან აბრამოვიჩის მოწამვლის რეკონსტრუქცია (ვიდეო)

რომან აბრამოვიჩის მოწამვლის რეკონსტრუქცია (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 31 მარ 2022
მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

ირაკლი შალიკაშვილი 17 აგვ 2020

ჯაბა ჯიშკარიანი: ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge