ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ერთად დგას – საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ბოლოდროინდელი ქმედებებით უფრო ახლოსაა ბელარუსთან, ირანთან, სირიასთან, ვიდრე ცივილიზებულ მსოფლიოსთან, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესს არ გამოხატავს და ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას.
„ცივილიზებულმა სამყარომ, ევროპის დიდმა უმრავლესობამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. სირიის, ირანის გარდა, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა და სამწუხაროდ, ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, რომელიც რუსეთს ტერორისტულ ქვეყნად არ აღიარებს. საქართველოდან ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ლევან იოსელიანი იყო, რომელმაც მხარი შესწორებას არ დაუჭირა, მაგრამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი, კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.
კომენტარები