NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

17 ოქტ 2022 პოლიტიკა 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და უშუალოდ მასთან დაკავშირებულ ცვლილებას ორჯერ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე მთლიანად რეზოლუციას.

“ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, ვინც პირდაპირ არიან რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული, ხელფასებს იღებენ რუსული ორგანიზაციებიდან, საქართველოში რუსული ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები და ამას აკეთებენ დასავლეთის ფარდის უკან, არასერიოზულია. ისინი არც სხდომაში მონაწილეობდნენ და არ იციან რეალურად, როგორ მოხდა ამ რეზოლუციის განხილვა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს, ის რაც მოვისმინეთ, არ შეესაბამება რეალობას, ეს არის არასწორი ინფორმაცია. სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიციირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში,რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 – მა დაუჭირა მხარი, ამ საკითხს ჰქონდა ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა იმ მომენტში, ვიდრე რეზოლუციას, საერთო რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით, ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, თუკი კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“, რატომ არ გამოიყენა შესაძლებლობა სააკაშვილთან დაკავშირებული პუნქტის გარეშე დაეფიქსირებინა მხარდაჭერა ასამბლეის სხდომაზეც, თალაკვაძე პასუხობს: “გეუბნებით და გთხოვთ ეს გადასცეთ და უთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე.”

მისივე თქმით, ის დღესაც მხარს უჭერს უკრაინას.

” დღესაც ვაფიქსირებ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უფლებას, ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები მის მომავალზე, მხარს ვუჭერთ და ეს არაერთხელ დავადასტურეთ ბევრად უფრო მძიმეწონიანი რეზოლუციების მხარდაჭერით,”- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

TOP არჩილ თალაკვაძე 2022-10-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩილ თალაკვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედვედევი: ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯია

შემდეგი სტატია

ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ

მსგავსი სტატიები

კიდევ უფრო ვუფართოვებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს – ბესელია და მისი თანაგუნდელები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ

კიდევ უფრო ვუფართოვებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს – ბესელია და მისი თანაგუნდელები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ

News 18 მარ 2019
ღარიბაშვილი: ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია

ღარიბაშვილი: ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივლ 2022
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა

ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა

17 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge