NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”?

ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”?

14 ოქტ 2022 საზოგადოება 326 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარს უცხადებს.

ამავე წერილში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. ხოლო კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

“ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, “ქართული ოცნების” კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”? – მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით “ქართული ოცნება” და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.

უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ “ჭეშმარიტებას” გავიმეორებთ: “უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!”,- წერს ნიკა გვარამია

კომენტარები

კახა კალაძე ნიკა გვარამია 2022-10-14
ნინო ჩხეიძე
Tags კახა კალაძე ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანგელა მერკელი: რუსეთისგან გაზის მიღება თავის დროზე ძალიან რაციონალური იყო

შემდეგი სტატია

ალექსეი გონჩარენკო: მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია

მსგავსი სტატიები

NDI: გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს

NDI: გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს

30 აპრ 2018
ეკა ნიჟარაძე: ამტკიცებენ, ოპოზიციას უნდა ომში ჩაგვითრიოსო, – აბა, სად არის ოპოზიცია?  “ნაცების” საფრთხობელად გამოყვანაც აღარ გამოსდით

ეკა ნიჟარაძე: ამტკიცებენ, ოპოზიციას უნდა ომში ჩაგვითრიოსო, – აბა, სად არის ოპოზიცია? “ნაცების” საფრთხობელად გამოყვანაც აღარ გამოსდით

ნინო ჩხეიძე 19 ივნ 2022
სახალხო დამცველმა უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა

სახალხო დამცველმა უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა

05 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge